როგორ მოვიშოროთ ღაბაბი ერთ კვირაში - Marao

როგორ მოვიშოროთ ღაბაბი ერთ კვირაში

2014-12-07 12:04:41+04:00

თუ შეამჩნიეთ, რომ სახის ოვალი შეგეცვალათ და ღაბაბი გაგიჩნდათ, დროა, მის მოშორებაზე იზრუნოთ. ამას კი ყოველდღიური სახის მასაჟითა და ვარჯიშით სულ რაღაც ერთ კვირაში მოახერხებთ.

ვარჯიში

მარტივი ვარჯიშია, მაგრამ კარგ შედეგს მიიღებთ. კბილებით დაიჭირეთ ფანქარი და ჰაერში ანბანის 10 ასო (თქვენი სურვილით შეარჩიეთ) "მოხატეთ".

ახლა მოხერხებულად დაჯექით, ფართოდ გააღეთ პირი, თავი უკან გადასწიეთ და ქვედა ყბა ნელა ამოძრავეთ ზევით-ქვევით. დაითვალეთ ოთხამდე ჩაისუნთქეთ, დახარეთ თავი, ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ ვარჯიში.

ახლა თავი ნელა ჯერ მარცხნივ გადახარეთ, გაასწორეთ, შემდეგ ნელა მარჯვნივ. გადასწიეთ თავი უკან და ჩაისუნთქეთ, დახარეთ თავი მკერდამდე და ამოისუნთქეთ. თავის მარჯვნივ გადახრისას ჩაისუნთქეთ, გასწორებისას ამოისუნთქეთ. თავის მარცხნივ გადახრისას ჩაისუნთქეთ, გასწორებისას ამოისუნთქეთ.

ყველა ვარჯიში პირველ ჯერზე თითოჯერ გააკეთეთ. შემდეგ გაზარდეთ 3-5-ჯერ.

მასაჟი

მარჯვენა და მარცხენა ხელი ღაბაბაზე დაიდეთ და მსუბუქად გასწიეთ ხელები ღაბაბის შუაგულიდან ყბებამდე. ახლა მასაჟი ხელების მონაცვლეობით უნდა გაიკეთოთ, - ჯერ მარჯვენა ხელი დაიდეთ ღაბაბზე და მარცხენა მხარეს გადაიტარეთ, შემდეგ მარცხენა ხელი დაიდეთ ღაბაბზე და მარჯვენა მხარეს "წაიყვანეთ".

ასეთი შხაპიც შეგიძლიათ მიიღოთ: საშხაპეს ან შლანგის წყლის ჭავლით წრიული მოძრაობებით დაიმასაჯეთ ღაბაბის ზონა.

სასარგებლოა შემდეგი პროცედურაც: მარილიან წყალში დასველებული ნაჭრის ხელსახოცი მიიდეთ ღაბაბზე და 1-2 წუთის განმავლობაში მსუბუქად დაიტყაპუნეთ ხელი პრობლემურ ადგილზე. პერიოდულად, ხელსახოცი შეგიძლიათ მოადუნოთ ან გაჭიმოთ.

დაბოლოს, ეცადეთ დაიძინოთ ზურგზე დაწოლილმა, სწორ და მყარ ბალიშზე.

ასევე იხილეთ:

ვარჯიშები სახის კანის გასამკვრივებლად

არანაირი ნაოჭი- ვარჯიშები სახის კანის გასამკვრივებლად

ნაადრევად რომ არ დაბერდეთ! ახალგაზრდობის ქურდები