დალიეთ ეს კოქტეილი, თუკი გცვივათ თმა, გტყდებათ ფრჩხილები და ჩაგიშავდათ თვალები - Marao

დალიეთ ეს კოქტეილი, თუკი გცვივათ თმა, გტყდებათ ფრჩხილები და ჩაგიშავდათ თვალები

2020-09-14 11:30:07+04:00

ყოველ დილით, უზმოზე სვით ეს უგემრიელესი მილქშეიქი და თმაც გამოგიცოცხლდებათ, ფრჩხილებიც გაგიმაგრდებათ და კანის მდგომარეობაც საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.

დაგჭირდებათ:

  • 300 გრ რძე,
  • 3 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი,
  • 1 ბანანი
  • ერთი სუფრის კოვზი თაფლი.

მომზადების წესი:

თავდაპირველად შვრიის ფანტელს დაასხით 3-4 კოვზი რძე და დააბლენდერეთ, შემდეგ ჩაუმატეთ დაჭრილი ბანანი, თაფლი, დარჩენილი რძე და კარგად ათქვიფეთ.