საახალწლო საჩუქარი თბილისს
"ცხოვრება დინების საპირისპიროდ" - სლოგანი, რომელსაც ავეჯისა და დეკორაციის ბრენდი KARE სთავაზობს მთელ მსოფლიოს, უკვე თბილისელებსაც შეუძლიათ გაიზიარონ.
KARE-თბილისი ქართველ მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის, განათებისა და აქსესუარების უახლეს ტენდენციებს, უნიკალურ დიზაინს და სახლის დეკორაციის წარმოუდგენელ იდეებს.
KARE თბილისში წარმოდგენილი ყველა პროდუქტი შეესაბამება KARE-ს ფილოსოფიას: "ყველაფერი, გარდა ჩვეულებრივისა". მთელ მსოფლიოში KARE-ს მომხმარებელი კრეატიული, ინდივიდუალური და ცოტა სიგიჟის მოყვარული ხალხია.

"ჩვენ ვქმნით საუკეთესო დიზაინს და მიგვაქვს ის ფართო აუდიტორიამდე. KARE-ს მაღაზიები ჰგავს თეატრს, რომელიც გვიყვება ისტორიას დიზაინისა და ინტერიერის შესახებ", - ამბობს KARE Design GMBH-ის დამფუძნებელი და დირექტორი პიტერ შონჰოფენი.
KARE-თბილისის 2000 კვ.მ ფართის მაღაზიაში წარმოდგენილია გერმანელი დიზაინერების მიერ შექმნილი ინტერიერები, რომლებიც სრულიად ახალ სამყაროს სთავაზობს ქართველ მომხმარებელს და ამოვარდნილია ყოველდღიური ცხოვრების რიტმიდან.
სახლი, ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს.
KARE-ს ავეჯი, განათება და აქსესუარები შექმნილია დახვეწილი ინტერიერისა და უნიკალური დიზაინის მოყვარულებისთვის.
ბრენდი KARE 1981 წელს დაარსდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში და მალე დაიპყრო დიზაინერებისა და დეკორაციის ენთუზიასტების გული.

საერთაშორისო მარკეტინგული კვლევის შედეგად, პროდუქტების მრავალფეროვნებით KARE ყოველთვის გამორჩეულია, მისი ხაზი მუდმივად განახლების პროცესშია და ყოველთვის ერგება მომხმარებლის მოთხოვნას.
დღევანდელი მონაცემებით, ბრენდი KARE წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში და აქტიურად განაგრძობს გლობალურ ზრდას.
KARE-ს მთლიანი კოლექცია წარმოდგენილია გლობალური ვებგვერდის ქართულ გვერდზე: www.kare-tbilisi.ge
KARE თბილისი
დავით აღმაშენებლის ხეივანი 38
ტელ: +995 32 224 1881
R