აიღეთ სანტიმეტრი და გაიზომეთ მკერდს ქვემოთ გარშემოწერილობა. სანტიმეტრი მჭიდროდ უნდა გქონდეთ შემორტყმული და ზუსტად ჰორიზონტალურად. ჩაინიშნეთ მიღებული ციფრი.
ახლა გაიზომეთ მკერდის გარშემოწერილობა ყველაზე გამობურცული ადგილებზე. სანტიმეტრის ლენტი ძალიან მჭიდროდ არ შემოირტყათ. მიღებული ციფრიც ჩაინიშნეთ.
მკერდს ქვემოთ გარშემოწერილობასა და მკერდის გარშემოწერილობას შორის სხვაობა და მისი შესაბამისი ინიციალი იქნება თქვენი ბიუსტჰალტერის ზომა.
მაგალითად, თუ თქვენი მკერდის გარშემოწერილობაა 96, ხოლო მკერდს ქვემოთ გარშემოწერილობა - 80, თქვენი ბიუსტჰალტერის ფიალის ზომა იქნება C.