მალე ახალი წელი დადგება და დროა, გასული წელი შევაჯამოთ და ახალი მიზნები დავისახოთ.
თუმცა ასეთი შეჯამებებისთვის, ძირითადად, არ გვცალია, გვეზარება ან საერთოდაც არ ვთვლით საჭიროდ.
სინამდვილეში კი ამის მიზეზი ერთია – რთულია, იყო გულწრფელი საკუთარ თავთან.
იმისათვის, რომ გაგიმარტივოთ ეს ამოცანა, გთავაზობთ 30 მარტივ (სინამდვილეში კი საკმაოდ სერიოზულ) კითხვას წიგნიდან "ჩემი 5 წელი. 365 შეკითხვა, 1825 პასუხი. დღიური".
შეეცადეთ, გულწრფელად უპასუხოთ თითოეულ მათგანს და ნურავის აჩვენებთ მასზე ჩამოწერილ პასუხებს. ერთი წლის შემდეგ კი დაუბრუნდით ჩანაწერს, რომ ნახოთ, შეიცვალეთ თუ არა, რას მიაღწიეთ ამ ხნის განმავლობაში ან რა არ გამოგივიდათ ჯერ კიდევ.
1. წლის საუკეთესო მომენტი – ეს იყო...
2. ყველაზე მეტად რა შთამაგონებდა წელს?
3. წლის მთავარი სიახლე.
4. წლის ჰიმნი.
5. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში.
6. რისი გაკეთება გამიჭირდა ყველაზე მეტად?
7. რა ფერის იყო ეს წელი?
8. ამ წლის რომელ მოვლენას დავიმახსოვრებდი სამუდამოდ?
9. რა სიტყვას ვიყენებდი ყველაზე ხშირად?
10. ჩემი ყველაზე სულელური შენაძენი წელს.
11. ალბათ, ჯობდა არ ჩამეტარებინა ექსპერიმენტი ამ...
12. ეს წელი მშვენიერი იყო, რადგან...
13. რომელი შინაგანი პრობლემა დავძლიე წარმატებით?
14. ვის ვეხუტებოდი ღამღამობით?
15. ვის ქორწილში ვიმხიარულე?
16. საშუალოდ რამდენი გამომდიოდა ხელფასი წელს?
17. მქონდა თუ არა ისეთი საუბარი, რომელმაც ჩემს თავში ყველაფერი გადაატრიალა?
18. რა ახალი საქმე დავიწყე 2014-ში?
19. რას გავაკეთებდი, ერთი დღით რომ სუპერგმირად შემძლებოდა ყოფნა?
20. რაზე ვოცნებობ?
21. რას ვთვლი ჩემს მთავარ მიღწევად?
22. მთელი წელი დღევანდელ დღემდე ერთ ფრაზაში.
23. ბოლო ჩემ მიერ გაგზავნილი წერილი.
24. ციტატა, რომელიც წლევანდელ წელს უხდება.
25. შევასრულე ყველაფერი, რაც ამ წლისთვის მქონდა დაგეგმილი?
26. რამდენი ახალი მეგობარი შევიძინე წელს?
27. ვის დავეხმარე წელს?
28. სად ვიმოგზაურე?
29. რა საქმეები გადავდე შემდეგი წლისთვის?
30. რას მინდა მივაღწიო მომავალ წელს?
ასევე იხილეთ:
რა გელით 2015 წელს – საახალწლო წინასწარმეტყველება

შეინახეთ და წაიკითხეთ, როცა ცუდ ხასიათზე იქნებით!

15 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელიც რთულ სიტუაციებში დაგეხმარებათ
