ასტროლოგიის მოყვარულები ამბობენ, რომ მათი ნიშნების მახასიათებლები პიროვნულ მახასიათებლებს ემთხვევა.
ეს იმიტომ ხდება, რომ როგორც წესი, ჰოროსკოპებს ის ხალხი ადგენს, რომლებსაც სურთ, ის დავიჯეროთ, რაც ჩვენ გვინდა.
იმის შემდეგ, რასაც წაიკითხავთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ,,ასტროლოგია სისულელეა!".
ვერძი
პირველ რიგში, თქვენ ხართ მაიმუნი. ამასთან, იმპულსური, აგრესიული და ხმაურიანი. თქვენს ხასიათს სიღრმე აკლია. ამიტომაც ადამიანები ფიქრობენ, რომ ყალბი ხართ და პუბლიკაზე თამაშობთ. ბევრ ადამიანს უნდა გაიგოს, თუ რა ხდება თქვენს თავში, რეალურად კი მასში არაფერია. თქვენ შეგწევთ ყველაფრის გამარტივების უნარი, მაგრამ არა იმიტომ, რომ გასაგები გახადოთ ყველასთვის, არამედ იმიტომ, რომ სამყაროს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ამარტივებთ.
კურო
მოსაწყენი მესაკუთრე ხართ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ საშინლად ჯიუტი არსება ხართ. ფული თქვენი ცხოვრება გახდა, თუმცა ამის შესახებ არავინ არაფერს გეუბნებათ.
ტყუპი
ყურადღების დეფიციტის სინდრომი გაქვთ? შეგიძლიათ უარყოთ, მაგრამ ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი მახასიათებელია ფოკუსირების სრული უუნარობა. თქვენს თავში მუდმივად სხვადასხვა აზრი ირევა. არათუ მათი დამახსოვრება, გაცნობიერებაც კი გიჭირთ. ზოგადად, ეს ცარიელ თავზე უარესია. თქვენ ქაოსის და არეულობის ოსტატი ხართ. გარშემომყოფები თვლიან, რომ აუტანელი ხართ.
კირჩხიბი
თქვენ ჯერაც არ გაზრდილხართ. პრინციპში, მთელი ცხოვრება ბავშვად რჩებით. გარდა ამისა, საკუთარი თავისა და ემოციების კონტროლი არ შეგიძლიათ. თქვენი ცხოვრება - უწყვეტი ნერვული პროცესია. ამიტომაც მიაჩნიხართ ისტერიკულ ადამიანად.
თქვენ ასევე ეგოისტი ხართ. რაც კოშმარად აქცევს არა მარტო თქვენს, არამედ გარშემომყოფთა ცხოვრებას.
ლომი
მსოფლიოში ლომზე უყურადღებო ადამიანი არ არსებობს. ისინი მუდამ გარშემომყოფთა ყურადღების მიზიდვით არიან დაკავებულნი. ლომები საკუთარ თავს განსაკუთრებულ ადამიანებად მიიჩნევენ.
ქალწული
ქალწულს მუდმივად აწუხებს ყველაფრის კონტროლის სურვილი. ამიტომ მას მთელი მსოფლიო სურს. მიუხედავად იმისა, რომ სხვებსაც ეხმარება, ეს გულწრფელი არ არის. მისი ყალბი ალტრუიზმის უკან ნარცისიზმი იმალება. ქალწული სხვას ეხმარება, რათა შემდეგ ხაზი გაუსვას საკუთარ მზრუნველობასა და საიმედოობას.
სასწორი
სასწორის საქციელის პროგნოზირება შეუძლებელია. არავინ იცის, მისგან რას უნდა ველოდოთ. ასევე, ისინი საოცარი მანიპულატორები არიან, მუდმივად სწავლობენ გარემოს, რადგან საჭირო დროს საჭირო რეაქცია იქონიონ. ცდილობენ, აზრიანი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვონ, თუმცა ყველა ხვდება, რომ ცარიელი შინაგანი სამყარო აქვთ.
მორიელი
თქვენ ნამდვილი შურისმაძიებელი მონსტრი ხართ. გიყვართ სხვისი ტანჯვის ყურება და საკუთარ თავს იმაში არწმუნებთ, რომ ის ამას იმსახურებს. თქვენ წამლავთ ყველას, ვისთანაც ურთიერთობა გაქვთ.
მშვილდოსანი
ხალხი ფიქრობს, რომ თქვენ გონიერი ადამიანი ხართ, თუმცა ეს ასე არ არის. თქვენ უბრალოდ განათლებული ადამიანების ლოზუნგებითა და იდეებით ხელმძღვანელობთ.
კიდევ ერთი, თქვენ ყოველთვის მოწყენილი ხართ - ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ამას არც მალავთ.
თქვენი ფიქრები მუდამ იქითკენ არის მიმართული, თუ რას ფიქრობს და ამბობს თქვენზე ხალხი.
თხის რქა
საკუთრი თავის გარდა არავინ გადარდებთ და მიზნის მისაღწევად ყველაფერზე თანახმა ხართ. ეგოისტურად შეპყრობილი ხართ საკუთარი სოციალური სტატუსით.
მერწყული
თავი ზედმეტად უბრალო ადამიანად მიგაჩნიათ. ამიტომ ხალხს მუდმივად შოკში აგდებთ თქვენი განსაკუთრებულობის დამტკიცებით. იმდენად შეპყრობილი ხართ საკუთარი ინდივიდუალიზმის წარმოჩენით, რომ გგონიათ, თქვენს შემოქმედებით ბუნებას ვერავინ წვდება.
თევზები
ნამდვილი დრამა! თევზების მთელი ცხოვრება ერთი დიდი უბედურებაა. უუნარობა ცხოვრებას მათ ქაოსად უქცევს, შურიანობას კი დამარცხებისკენ მიჰყავს. მათი წუწუნი გარშემომყოფებსაც დეპრესიაში აგდებს.