სამზარეულოში...
კექსის ორიგინალური ფორმა. მოამზადეთ თაგუნას ფორმის კექსი ბავშვის დაბადების დღისთვის ან გულის ფორმის - საყვარელი ადამიანისთვის.
ამისათვის საკმარისია, ორმაგად დაკეცილ ტყვიის ქაღალდს მისცეთ თქვენთვის სასურველი ფორმა, ჩააფინოთ დიდ გამოსაცხობ ქვაბში და მასში ჩაასხათ კექსის მასა.
ტორტის მორთვა. არ გაქვთ შინ საკონდიტრო შპრიცი? არა უშავს, დაახვიეთ ძაბრის ფორმისებურად ორად მოკეცილი ტყვიის ქაღალდი და ჩაასხით მასში კრემი. უპირატესობა: არ დაგჭირდებათ შპრიცის გარეცხვა. ფოლგას გამოყენების შემდეგ, უბრალოდ, გადააგდებთ.
შეინახეთ ფუნთუშები და პური თბილად. გსურთ, რომ სახლში გამომცხვარი ან ნაყიდი პურ-ფუნთუშეული თბილ-თბილი შეინახოთ? შეფუთეთ ისინი ჯერ ქაღალდის ხელსახოცში, შემდეგ კი ტყვიის ქაღალდში.
იმისათვის, რომ ვერცხლის დანა-ჩანგალი არ გაშავდეს, შეინახეთ ისინი ტყვიის ქაღალდში. თუ დიდი ხნით ინახავთ, ჯერ თითოეული ნივთი მჭიდროდ შეახვიეთ ცელოფანში (ისე, რომ მაქსიმალურად გამოდევნოთ იქიდან ჰაერი), შემდეგ კი შეახვიეთ ტყვიის ქაღალდში.
სამზარეულოს ჭურჭლის გასახეხად. არ გაქვთ უხეში ღრუბელი? მოკუჭეთ ფოლგა და გახეხეთ ამით ქვაბი და ტაფა.
აირღუმელის სისუფთავისთვის. ხშირად ამზადებთ ლაზანიას და სხვა მსგავს კერძს, რომელიც ეშხეფება და მთელ ღუმელს სვრის? იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ღუმელის გაჭუჭყიანება, დააფინეთ ორმაგად ღუმელის ბადეზე ფოლგა. გაითვალისწინეთ! ბადეზე და არა ღუმელის ფსკერზე.
ელემენტების დასამაგრებლად. თქვენი ფარანი, ტელევიზორის პულტი ან ბავშვის სათამაშო წამდაუწუმ ითიშება? შეამოწმეთ, როგორ არის დამაგრებული ელემენტები. ზამბარები, რომლებიც მათ აკავებს, დროთა განმავლობაში სუსტდება და კონტაქტი ირღვევა. ამიტომაც მოკეცეთ ფოლგის პატარა ნაჭერი და ჩატენეთ ის ელემენტსა და ზამბარას შორის.
უთოობისას. უთოობის დროს სითბოს გარკვეულ ნაწილს საუთოებელი მაგიდა შთანთქავს. ამიტომაც გიწევთ რამდენიმე მოძრაობის გაკეთება, სანამ არ გასწორდება ტანსაცმლის ან თეთრეულის ნაკეცები. საქმის დაჩქარება და გამარტივება შეგიძლიათ, თუ საუთოებელი მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ დააფენთ ტყვიის ქაღალდს. ფოლგა სითბოს უკანა მხრიდანაც მიაწვდის თეთრეულს და ნაკეცები სწრაფად და უფრო ეფექტურად გასწორდება.
უთოს გაწმენდა. თუკი უთოს ზედაპირზე სახამებლის ფენა მიიწვა და ის უთოობისას ხელს გიშლით, დააუთოეთ ტყვიის ქაღალდი. ზედაპირი უცებ გაპრიალდება.
ასევე იხილეთ:
ტყვიის ქაღალდით (ფოლგით) მკურნალობის უჩვეულო მეთოდი

როგორ დავუბრუნოთ საიუველირო ნივთებს პირვანდელი ბზინვარება
