• ნაოჭების გასწორება. სანამ დერმატოლოგები გამაახალგაზრდავებელ კოსმეტიკურ საშუალებებს ქმნიან, ვიზაჟისტები გამოიყენებენ ბაზას მაკიაჟის ქვეშ და მომენტალურად გადაასხვაფერებენ კანს.
ამ ეფექტს იძლევა ბაზის შემადგენლობაში შემავალი სილიკონი. ის კანს თვალით უხილავი აპკით ფარავს და ასწორებს კანის ზედაპირს. მეტიც, აპკი მუშაობს სკოჩის პრინციპით, რომელიც თითქოს იკრავს ტონალურ კრემს. ამგვარი მაკიაჟის შესწორება 8 საათის განმავლობაში არ დაგჭირდებათ.
• სიწითლის დამალვა. თუ ადრე კანის ნაკლოვანებების დაფარვა მხოლოდ ტონალური კრემის მეშვეობით იყო შესაძლებელი, დღეს უკვე გამოჩნდა კრემი, რომელიც გლუვსა და ერთგვაროვანს ხდის კანის ზედაპირს და იმავდროულად, ზრუნავს მასზე.
სიახლეა ასევე CC-kremi-Complete Correction Cream, ის ნიღბავს სისხლძარღვების ბადეს, კანის გაღიზიანებით გამოწვეულ სიწითლეს და სილურჯეს თვალების ქვეშ.
• სიპრიალის მოშორება პრობლემური ზონებიდან. მბზინავი და პრიალა კანი ერთსა და იმავეს არ ნიშნავს. მბზინვარე კანი მისი ჯანმრთელობის მაჩვენებელია, ხოლო სიპრიალე მიუთითებს მის არასწორ მოვლაზე. მქრქალი პუდრი იძლევა საშუალებას, რომ ფუნჯის ერთი მოსმით გაქრეს კანის არასრულყოფილება.
პუდრის ფერი მკვეთრად არ უნდა განსხვავდებოდეს სახის ფერისგან: უმჯობესია, უპირატესობა კანზე ერთი ტონით ღია ფერის პუდრს მიანიჭოთ, რადგან ამ შემთხვევაში სახეს უფრო ბუნებრივი ელფერი ექნება.
• კოსმეტიკა დიდხანს არ გიჩერდებათ კანზე? მიზეზი ყოველთვის კოსმეტიკური საშუალებების დაბალი ხარისხი არ არის. შეიძლება კანის მომატებული ცხიმიანობა გაქვთ, რაც ხელს უშლის მაკიაჟის შენარჩუნებას. დაიმუშავეთ კანი მატირებული მქრქალი ეფექტის ხელსაწმენდით და ყველაფერი დარეგულირდება.
ასევე, გამოგადგებათ თერმალური წყალი. რადგან ეს საშუალება ორთქლდება, სითხის წვეთები მსუბუქად აშრობს კანს და კოსმეტიკასაც. დაიჭირეთ სითხე წინ გაწეული ხელით და ამ მანძილიდან მიიპკურეთ სახეზე.
• მიანიჭეთ კანს ბზინვარება. კანი გაგიფერმკრთალდათ და უსიცოცხლო გახდა? დაგჭირდებათ სკრაბი და რამდენიმე წუთი. პილინგის შემდეგ თქვენს კანს ჯანმრთელი იერი დაუბრუნდება. თუ კანი ცხიმიანობისკენაა მიდრეკილი, გამოიყენეთ სკრაბი, ხოლო თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ - გამოიყენეთ გომაჟი უფრო მცირე ზომის აბრაზიული ნაწილაკებით (მცენარეული კომპონენტების შემცველი სქელი კრემი, რომლის რეგულარული გამოყენებით თავიდან აიცილებთ სახის ღრმა წმენდას).
• მხოლოდ კანის სრულყოფილი გასუფთავების შემდეგ შეიძლება კრემის გამოყენება, ანუ როდესაც საფუძვლიანად მოიცილებთ მაკიაჟის ნარჩენებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიწოვება მკვებავი კრემი. მაგრამ ზამთრის პერიოდში ნუ გადააჭარბებთ და ნუ გამოიშრობთ კანს დაბანის დროს. საუკეთესო პროდუქტი ამ სეზონისთვის სახის რძეა. ის მშვენიერი დამატებითი მკვებავი საშუალებაა.