პირველი რეცეპტი - საუკეთესო შედეგის მისაღებად მონო-დიეტა გჭირდებათ:
2 დღის განმავლობაში მხოლოდ ჭარხალი უნდა ჭამოთ, დღეში - 2 კილო. ჭარხალი უნდა იყოს უმი ან გამომცხვარი (ჭარხალს შემოახვიეთ "ფოლგა" და 1 საათი გამოაცხვეთ აირღუმელში).
არ დაგავიწყდეთ წყლის სმა. ნებადართულია ბალახების უშაქრო ჩაი და მინერალური უგაზო წყალი. თუ დიეტას ზუსტად დაიცავთ, ორ დღეში 2-დან 5 კილომდე მასას დაიკლებთ. გარდა ამისა, გაისუფთავებთ ორგანიზმს შხამებისა და წიდებისგან.
მეორე რეცეპტი - იგი შეგიძლიათ საუზმეზეც მიირთვათ და დღის განმავლობაშიც. წვრილ სახეხზე გახეხეთ სტაფილო და ჭარხალი, შეაზავეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენითა და ამდენივე ზეითუნის ზეთით. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ერთ ჭამაზე სალათის მხოლოდ 200 გრამი უნდა შეჭამოთ.
მესამე რეცეპტი - კარგი ეფექტი აქვს ჭარხლის წვენის დიეტასაც. ამისათვის წვრილად გახეხილი ჭარხალი დოლბანდში უნდა შეახვიოთ და რაიმე მძიმე დაადოთ, რომ წვენი გამოუვიდეს. მიღებული სითხე 1:1-ზე გააზავეთ თბილი წყლით და დალიეთ ნახევარი ჭიქა წვენი სამ-ოთხჯერ დღეში.
გახეხილი ჭარხლის გადაყრას კი ნუ იჩქარებთ, მისგან სალათის მომზადება შეგიძლიათ. დაუმატეთ
1ჩ/კ ზეითუნის ზეთი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და სხვა გახეხილი ბოსტნეული.