ვისში გაცვალა კრიშტიანუ რონალდუმ ირინა შეიკი? (+ფოტო) - Marao

ვისში გაცვალა კრიშტიანუ რონალდუმ ირინა შეიკი? (+ფოტო)

2015-01-23 13:13:46+04:00

ბოლო რამდენიმე დღეა, ინტერნეტი წალეკა კრიშტიანუ რონალდუსა და მისი ახალი მეგობარი ქალის ფოტოებმა. როგორც ცნობილი გახდა, ფეხბურთელისა და სუპერმოდელის, ირინა შეიკის 5-წლიანი ურთიერთობა დასრულდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

თუმცა, პორტუგალიელ ფეხბურთელს დიდხანს არ უგლოვია და, როგორც ჩანს, შეიკს შემცვლელი სწრაფადვე მოუნახა.

როგორც ბრიტანული გამოცემა Express-ი იუწყება, რონალდუმ "რეალის" საკლუბო არხის ტელეწამყვანთან, 26 წლის ესპანელ ლუსია ვილალონთან გააბა რომანი.

ლუსიამ "ინსტაგრამზე" უკვე გამოაქვეყნა კრიშტიანუსთან "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალზე გადაღებული სელფები, ხოლო ესპანურმა არხმა RTE-მ ლუსია სპორტსმენის ახალ შეყვარებულად გამოაცხადა. იმავე ინფორმაციას ბეჭდავენ თავიანთ ახალ ნომრებში ადგილობრივი გაზეთებიც.

ტელეარხ Real Madrid TV-ის  წარმომადგენელმა, სადაც ჟურნალისტი მუშაობს, ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მასალის წყარო: Express