როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის ბედნიერების მომტანი ყვავილი ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით? - Marao

როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის ბედნიერების მომტანი ყვავილი ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით?

2015-01-24 15:26:28+04:00

ცეცხლოვანი ნიშნები (ვერძი, ლომი და მშვილდოსანი) და მათი მცენარე-თილისმები:

ცეცხლოვანი ნიშნებისთვის სასარგებლოა ის მცენარეები, რომლებიც ოთახში ჟანგბადს წარმოქმნიან. თუ მტკივნეულმა მოგონებებმა და სულიერმა იარებმა შეგაწუხეს, მოაშენეთ კალანხოე და ალოე. თუ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ, ბეგონია შეიძინეთ.

მირტა კი ოჯახში ცოლქმრულ ცხოვრებას გააუმჯობესებს. ხოლო თუ სინაზისა და ზრუნვის ნაკლებობას განიცდით, ოთახის რაფაზე სანსევიერიას ქოთანი შემოდეთ.

ჰაერის ნიშნები (ტყუპი, სასწორი და მერწყული) და მათი მცენარე-თილისმები:

მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სასურველია, შინ ფულის ხე იქონიოთ.

მთავარია, ხშირად და უხვად არ მორწყათ. თუ პირადი ცხოვრების მოწყობა გაქვთ გადაწყვეტილი, მოაშენეთ ციკლამენი და გარდენია. თუ მარტოობაზე ოცნებობთ, ია გაახარეთ. ხოლო თუ თაყვანისმცემლებმა მოგაბეზრეს თავი, - კაქტუსი.

წყლის ნიშნები (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) და მათი მცენარე-თილისმები:

წყლის ნიშნები სხვებზე მეტად საჭიროებენ ენერგიის ჰარმონიულობას. ისინი ხასიათცვალებადიები არიან. ამიტომ, ისეთი ყვავილი ესაჭიროებათ, რომელიც ოთახსა და პირადი ენერგიის გასუფთავებაში დაეხმარებათ. ასეთი მცენარე ქლოროფიტუმია.

მას საოცარი უნარი აქვს, უარყოფითი ენერგია დადებითად გადააქციოს. ამ მცენარეს ყველაზე მეტად სამზარეულოში ყოფნა მოსწონს. ქლოროფიტუმი მათთვისაც სასარგებლოა, ვინც ან ახალი ბინის შეძენაზე ოცნებობს, ან ახალ ბინაში გადასასვლელად ემზადება. ენერგეტიკულ დამცველად ითვლება არომატული გერანიც.

მიწის ნიშნები (კურო, ქალწული, თხის რქა) და მათი მცენარე-თილისმები:

მიწის ნიშნებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ ყვითელ-ალისფერ ქრიზანთემებსა და ვარდებს. ეს უკანასკნელი ოთახს დადებითი ენერგიით აავსებს. მისი მოშენება ბაღშიც შეიძლება და ოთახში.

მთავარია, ქრიზანთემას ქოთანი არ დადგათ საძინებელში. ქალურ ენერგიას აქვეითებს. ბედნიერებას მოგიტანთ ციტრუსების ხეები. ლიმონის ხე იმუნიტეტს აგიმაღლებთ. იგი სასარგებლოა ასაკოვანი ადამიანებისა და მათთვის, ვინც ხშირად ცივდება.

ფორთოხლისა და მანდარინის ხეები უშვილო წყვილებამ უნდა მოაშენონ. აგრეთვე მათ, ვინც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რელაქსაციას საჭიროებს. მიწის ნიშნებს ხშირად მოქნილება აკლიათ. თუ ასეთ ადამიანს განეკუთვნებით, ლიანა ან ტრადესკანცია მოაშენეთ.

დაბოლოს, მცენარეების მოვლამ სულიერი სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ. სიყვარულით მოეპყარით და ისინიც არააერთხელ გაგახარებენ. ყვავილებით ოჯახური ატმოსფეროს დარეგულირება შეგიძლიათ, რადგან ოჯახის წევრებთან უმნიშვნელო დისბალანსის შემთხვევაში ყვავილები ჭკნობას, მერქანი ხმობას და ფოთლები კი გაყვითლებას იწყებენ.