"მომღერალი ექიმი" – მეან-გინეკოლოგი, რომელიც ადამიანის დაბადებას სიმღერით ეგებება (+ვიდეო) - Marao

"მომღერალი ექიმი" – მეან-გინეკოლოგი, რომელიც ადამიანის დაბადებას სიმღერით ეგებება (+ვიდეო)

2015-01-29 16:05:07+04:00

სანამ ახალშობილ ავა ნიკოლს დედის მკერდზე ეძინა, ექიმი ანდრიუ-ჯაჯა ფეხაკრეფით დადიოდა პალატებში და ახალმოვლენილ სიცოცხლეებს ესალმებოდა.

"გამარჯობა, ავა" – მიესალმა ენდრიუ მიშელისა და მეთიუ ანდერსონის ახალშობილ გოგონას. "ეს სიმღერა შენ გეძღვნება" და ექიმი ლუი არმსტრონგის ცნობილი სიმღერის, "What a wonderful world"-ს ინტერპრეტირებულ ვარიანტს ასრულებს...

ენდრიუ ჯაჯა წარმოშობით ნიგერიიდან არის. ის 32 წელია, რაც მეან-გინეკოლოგია და უკვე 8 000 სიცოცხლე მოავლინა ამქვეყნად. სიმღერა მისი ბავშვობისდროინდელი ჰობია. ეკლესიის გუნდშიც მღეროდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, თავისი ჰობი პროფესიისთვის დაეკავშირებინა.

ბავშვების დაბადებას ენდრიუ სიმღერით "Happy Birthday" ხვდება. თავად სოლოს ასრულებს, დანარჩენი მედპერსონალი კი ჰყვება. ამიტომაც ენდრიუ-ჯაჯას ზედმეტსახელად "მომღერალი ექიმი" შეარქვეს.

"ყველას აქვს დაბადების საკუთარი გზა" - თქვა ენდრიუმ, როცა პატარა ავასთვის მღერა დაასრულა...

დაგვეთანხმებით, სიცოცხლის მშვენიერი დასაწყისია...

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

როგორ აბანავებს ახალშობილებს ფრანგი მედდა? – საოცარი სანახაობა