ერთ-ერთმა ინტერნეტსაიტმა ათასობთ 50 წელს გადაცილებული ადამიანი გამოკითხა. მათ ერთი კითხვა ჰქონდათ: რა უნდა გააკეთოს 30 წლის ადამიანმა, რომ 20 წლის შემდეგ თავი ბედნიერად იგრძნოს. მათ საჭირო, მარტივი და ბრძნული პასუხები გაგვცეს და დროა, უფროსების რჩევები გავითვალისწინოთ.
50 წლის ასაკში თქვენი თავის ნახვა რომ შეგეძლოთ. დღესვე დაანებებდით თავს მოწევას. ეს ძვირი სიამოვნებაა, უსიამოვნო სუნი აქვს და 100 პროცენტით გაგიუარესებთ ჯანმრთელობას. იქნებ, ყური დაგეგდოთ ამ რჩევისთვის?..
იმ შემთხვევაში კი, თუ ოჯახის წევრებთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ. თქვენ მათი, მათ კი თქვენი გაგება უჭირთ, ეცადეთ, გამოასწოროთ სიტუაცია. ოჯახური ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირია ამქვეყნად. აღადგინეთ ურთიერთობა ნათესავებთან და ცოტა ხანში მიხვდებით, რა სიმდიდრის პატრონიც ხართ.
თუ არ გსურთ გამომშრალი, ნაოჭებიანი, აგრეცლილი და გათხელებული კანი გაგიხდეთ, პლაჟზე გასვლის წინ აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი კრემი.
აქტიური ცხოვრების წესი დაბერების საშუალებას არ მოგცემთ. ნუ მოიმატებთ წონაში. ყოველდღიურად ივარჯიშეთ. აკონტროლეთ კვებისა და ძილის რეჟიმი.
ბანალური და მოსაწყენი რჩევა გგონიათ? შეიძლება გაიფიქროთ: რა უნდა დააგროვოს ადამიანმა, როცა თვიდან თვემდე ძლივს ჰყოფნის ხელფასი. მცირე თანხაც რომ დააგროვოთ, 50 წლის ასაკში მიხვდებით, რა ჭკვიანურად მოიქეცით 20 წლის წინ.
ბედნიერება წარმატებასა და დიდებაზე დასაფასებელი გრძნობაა. წუწუნის ნაცვლად დატკბით იმით, რაც გაქვთ და თავს ნამდვილად ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ.
ბინის ყიდვა გინდათ, თუ წიგნის დაწერა? ბიზნესის წამოწყება, თუ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა? ნუ გადადებთ მომავლისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. დროს ვერ დაიბრუნებთ, 30 წლის შემდეგ კი წლები უსწრაფესად გარბის.
თუ ჯანმრთელად ყოფნა გსურთ, ერთი და იმავე დროს დაიძინეთ და გაიღვიძეთ.
კბილებთან დაკავშირებული პრობლემები ასაკის მატებასთან ერთად იმატებს. ნუ გადადებთ მკურნალობის დაწყებას. კბილებს ახალგაზრდობიდანვე უნდა გაფრთხილება.
თქვენ - ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა დააგროვოთ. წარმოიდგინეთ, იღვიძებთ, 50 წლის ხართ და ხვდებით, რომ მატერიალურად ღირებული ნივთების გარდა ვერაფერი დააგროვეთ ამ ცხოვრებაში, მოსაგონარი არაფერი გაქვთ. გახსოვდეთ, მოგონებების გადაყრა შეუძლებელია, ისინი არ ხუნდება.
სიკეთის კეთება უნდა ისწავლოთ. მთელი გულით, სულით, მაგრამ ნუ დაელოდებით სამაგიერო სიკეთეს. მხოლოდ ასე აივსება თქვენი გული სიყვარულით.
ყოველდღე ჩაიდინეთ მცირე სიგიჟე. ისიც კი აკეთეთ, რისი კეთებაც გეშინიათ. ყოველდღიურად, მცირე ნაბიჯებით და მიხვდებით, რომ შეუძლებელი არაფერია გადაიღეთ ბევრი ფოტო. ისინი სიბერეში დღებს გაგიფერადებენ.
გადაეჩვიეთ ფასტ-ფუდის ჭამას, ალკოჰოლის სმას. ”ჯანმრთელობას ვერ იყიდი” - ალბათ გაგიგონიათ ეს ფრაზა, მაგრამ მის არსს მხოლოდ 50 წლის ასაკში მიხვდებით.
თქვენ ტვინს მუდმივად სჭირდება განვითარება. ნუ დახარჯავთ დროს კომპიუტერულ თამაშებსა და ტელევიზორის ყურებაზე. იკითხეთ კარგი წიგნები.
მოგზაურობა ცვლის ადამიანს. მხოლოდ მოგზაურობას შეუძლია თავი ცოცხალ, ხალისიან, ინტერესიან ადამიანად გაგრძნობინოთ. იმოგზაურეთ, თუნდაც უახლოეს ქალაქში, ფეხით.
მედიტაციას შეუძლია სხვა ადამიანად გადაგაქციოთ. მეცნიერებმა უამრავი კვლევა ჩაატარეს ამ ფაქტის დასამტკიცებლად. მედიტაცია უკეთეს ადამიანად გაქცევთ.
დაგვიჯერეთ, 50 წლის ასაკში თქვენთვის უკვე სულერთი იქნება, რას ფიქრობენ თქვენზე გარშემო მყოფები. ნურასდროს მიაქცევთ ყურადღებას სხვების აზრს, აკეთეთ ის, რაც რაც სწორად მიგაჩნიათ, იყავით მათზე ძლიერი.
ჩაიწერეთ ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. დაურთეთ ფოტო და 50 წლისა სიამოვნებით გადაათვალიერებთ მოგონებების კრებულს, რომელიც საოცარ განწყობაზე დაგაყენებთ.
ნუ დაკარგავთ იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც თავს დაცულად, მხიარულად, სასურველად გრძნობთ. იცინეთ, ჩაიდინეთ სულელური საქციელი, დატკბით ცხოვრებით, სანამ ახალგაზრდა ხართ.
რა საქმესაც არ უნდა შეეჭიდოთ, გახსოვდეთ, რომ ოჯახი ადამიანის ცხოვრებაში უმთავრესია. რა ჯობია, 50 წლის ასაკში მარტო იყო, თუ გვერდით საყვარელი მეუღლე და შვილები გყავდეს. რაც უფრო მეტ შვილს გააჩენ, მით მეტ შვილიშვილს გაჩუქებენ ისინი და ყველაში თქვენს მიმიკას, ჩვევას, მზერას აღმოაჩენთ.