მაწონი ის პროდუქტია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თქვენს რაციონში, თუკი დიდხანს და ჯანმრთელად სიცოცხლე გსურთ. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი ნატურალური რძისა და კომპონენტებისგან შედგებოდეს.
"სანტინოს" მაწონი, გარდა იმისა, რომ ნატურალური რძისგან მზადდება, ასევე, ნატურალურ თაფლთან, ჟოლოსა და მარწყვის ჯემთან ერთად საოცრად გემრიელი და სასარგებლოა. ამას გარდა, შეუძლია აგიმაღლოთ განწყობა და გააძლიეროს თქვენი იმუნიტეტი.
ცნობილია, რომ არაერთი ადამიანი მტანჯველ და ხანგრძლივ დიეტას მიმართავს წონაში დასაკლებად. "სანტინოს" მაწონი ამ მხრივაც ძალიან ეფექტურია. მას შეუძლია, ზედმეტი კილოგრამებისგან გაგათავისუფლოთ და თან ისე, რომ ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებები არ მოაკლდეს. "სანტინო" სამი სახის გემრიელ მაწონს აწარმოებს და მარტივად შეგიძლიათ მოარგოთ თქვენი ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი, ბავშვების გემოვნებას.
მაწონი "სანტინო" თაფლით

მაწვნისა და თაფლის სინთეზი, გარდა იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში დაგანაყრებთ, არაერთი სასარგებლო თვისებითაც ხასიათდება: თაფლი ამცირებს ორგანიზმში სიმსივნისა და გულის პრობლემების წარმოქმნის რისკს, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მაწონი "სანტინო" იდეალურია მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს.
მაწონი "სანტინო" ჟოლოს ჯემით

ამ პროდუქტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ჟოლოთი გაჯერებული პროდუქტი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ასევე, ჟოლოს წყალობით, პროდუქტს აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისება, ხელს უშლის ორგანიზმში კანცეროგენების გამრავლებას და იდეალურია მათთვის, ვინც დიეტაზეა. ძალიან მოეწონებათ ბავშვებსაც. მშობლები აღნიშნავენ, რომ მოსახერხებელი შეფუთვის წყალობით, მათ სკოლაში ბავშვისთვის წასახემსებელი საკვების პრობლემა მარტივად მოეხსნათ.
მაწონი "სანტინო" მაყვლის ჯემით
ეს პროდუქტი კი მათ მოეწონებათ, ვინც მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებით დიდ ენერგიას ხარჯავს. მაწონი "სანტინო" მაყვლის ჯემით იდეალურია მათთვის, ვინც ჭარბ წონას ებრძვის, რადგან მაყვალი ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს ამცირებს და მდიდარია C ვიტამინით.
დაიწყეთ ყოველი დღე "სანტინოს" მაწვნით! შედეგად, ჯანმრთელობა და კარგი განწყობა დიდხანს გაგყვებათ.
R