ბედნიერი ქორწინების გარანტი: 15 შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვა რჩეულს ქორწინებამდე - Marao

ბედნიერი ქორწინების გარანტი: 15 შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვა რჩეულს ქორწინებამდე

2015-02-05 14:28:38+04:00

ქორწინება – ეს მართლაც საოცარი რამ არის. რა თქმა უნდა, ადამიანები ვერ დადებენ თავს, რომ ეყვარებათ ერთმანეთი 10 ან 20 წლის შემდეგაც, მაგრამ მათ შეუძლიათ გააკეთონ მაქსიმუმი იმისათვის, რომ ერთმანეთის ცხოვრება განუმეორებელი გახადონ.

თუკი ახლო მომავალში ოჯახის შექმნას გეგმავ, დაუსვი შენს რჩეულს ეს 15 შეკითხვა:

რატომ გიყვარვარ?

ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს რიტორიკული შეკითხვაა. უმეტესობა ამ შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხებს: უბრალოდ, მიყვარხარ. მაგრამ ეს არ არის პასუხი. ყველას უნდა შეეძლოს, ჩამოთვალოს თავისი რჩეულის კონკრეტული თვისებები, რომლებიც მასში გრძნობას იწვევს.

რატომ გსურს გაატარო შენი დარჩენილი ცხოვრება ჩემ გვერდით?

პასუხი: "იმიტომ, რომ მიყვარხარ" – არ წავა. შენმა რჩეულმა უნდა იცოდეს, ცხოვრების რა პერიპეტიების გადალახვისთვის არის მზად. თქვენ, ორივე ისახავთ პატარა მიზნებს და ერთად აღწევთ მათ.

შეძლებ გააკეთო ყველაფერი შესაძლებელი, რათა შევინარჩუნოთ ურთიერთობაში რომანტიკა?

ეს სულაც არ არის მარტივი. ამისათვის დიდი ძალისხმევა და ბევრი ფანტაზიაა საჭირო. ხოლო ყოველწლიურად ეს სულ უფრო და უფრო რთული ხდება. არცერთმა არ უნდა დაზოგოთ ძალები და მონდომება, რათა არ ჩააქროთ ურთიერთობაში რომანტიკა. ჰკითხე პარტნიორს, მზად არის ის ამისთვის?

წინ წასწევ და განავითარებ ურთიერთობას ჩემთან ერთად?

ადამიანთა უმეტესობა წლების შემდეგ ერთურთს ნელ-ნელა შორდება, რადგან თვლიან, რომ  ურთიერთობის პიკს უკვე მიაღწიეს. მაგრამ ურთიერთობა სულ უნდა ვითარდებოდეს, სხვაგვარად დასასრული მოვა.

შეძლებ, ჩემთან ერთად გადალახო ყველა წინააღმდეგობა?

რთულ პერიოდებს შეუძლია დაანგრიოს თქვენი ურთიერთობა, თუ, რა თქმა უნდა, მისცემთ მათ ამის საშუალებას. ასე რომ, თუ გადაწყვიტეთ, ერთად სწიოთ ჭაპანი, ნუ მისცემთ პრობლემებს საშუალებას, იმოქმედოს თქვენს სიყვარულზე.

შეძლებ, დათმობებზე წახვიდე?

ბედნიერი ურთიერთობების გასაღები – საკუთარი ეგოს დათრგუნვაა. მზად იყავი წააგო კამათში და წახვიდე პარტნიორთან დათმობებზე. რა თქმა უნდა, თუკი, გსურს მასთან ერთად ჰარმონიაში ყოფნა.

შეძლებ, იყო კარგი მშობელი?

როგორ შეიძლება ვინმემ წინასწარ განსაზღვროს, როგორი მშობელი იქნება? ეს ძალიან მარტივია. უბრალოდ, ძალიან უნდა მოინდომო, იყო ასეთი. სწორედ ეს არის წარმატების გარანტი.

შეძლებ, დააყენო ჩვენი სიყვარული ყველაზე მაღლა?

იმისათვის, რომ შეინარჩუნო ქორწინება, უნდა შეგეძლოს, სწორად გაანაწილო პრიორიტეტები. ჰკითხე შენს რჩეულს, მზად არის, პირველ ადგილას დააყენოს თქვენი ურთიერთობა?

გამუდმებით შემახსენებ და გამიმეორებ, როგორ ძალიან გიყვარვარ?

ადამიანებს, უბრალოდ, ძალიან სჭირდებათ პერიოდულად ამის გაგება. ჩვენ ვიცით, რომ სიყვარული მარადიული არ არის და სწორედ ამის გამოც გვჭირდება ხშირად იმის გაგება, თუ როგორ ვუყვარვართ. არა მხოლოდ თქვენს საქციელს, არამედ სიტყვებსაც უზარმაზარი ძალა აქვთ.

გააკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ გაუფრთხილდე ამ ნაპერწკალს?

ნაპერწკალი არ ანათებს თავისთავად. ურთიერთობაში აუცილებლად უნდა არსებობდეს ის ძალა, რაც ნაპერწკალს გააღვივებს და არ მისცემს საშუალებას, რომ ჩაქრეს ის.

შეძლებ, გვერდით დამიდგე მაშინ, როცა მე ეს დამჭირდება?

არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ სულიერ საკითხშიც. შესაძლოა, ფიზიკურადაც. ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და არასოდეს იცი, როდის რისი გადატანა მოგიწევს.

მპირდები, რომ გააგრძელებ მისდიო საკუთარ მიზნებსა და ოცნებებს?

ქორწინება – ეს არ არის შენი, როგორც პიროვნების არსებობის დასასრული. უბრალოდ, ვალდებული ხარ, განაგრძო განვითარება და ეცადო, განახორციელო საკუთარი ოცნებები.

იზრუნებ საკუთარ თავზე?

გაიგე, შეძლებს თუ არა შენი რჩეული რეგულარულად იკვებოს ჯანმრთელი საკვებით და მიიღოს ვიტამინები, იზრუნებს თუ არა ის საკუთარ ჯანმრთელობაზე. არცერთ ჩვენგანს არ სურს, საფრთხე შეექმნას საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობას.

თუკი ისე მოხდება, რომ მე წავალ პირველი, შეძლებ, იყო ჩემ გვერდით ბოლო წუთამდე?

შეძლებს შენი რჩეული, იყოს შენ გვერდით ბოლო ამოსუნთქვამდე? არავის სურს წავიდეს ამქვეყნიდან მარტოობაში. ამიტომაც დაიზღვიე თავი და გაიგე, იქნება თუ არა შენ გვერდით ბოლო წუთებში ძვირფასი ადამიანი.

მპირდები, რომ თუ მე აღარ ვიქნები, შეძლებ გააგრძელო ცხოვრება?

შენ გიყვარს ეს ადამიანი და სავარაუდოდ, არ გსურს, დარჩენილი ცხოვრება მარტოობაში გაატაროს და შენზე იგლოვოს. ყველამ უნდა შეძლოს, ნებისმიერი ტკივილის შემდეგ გააგრძელოს ცხოვრება.