ალბათ გარდერობში აუცილებლად მოგეპოვებათ გოფრე ქვედაბოლო, რადგან ეს ტრენდი ხშირადაა მოდაში.
გოფრეზე მუშაობა დიზაინერებს უადვილდებათ, თანაც ეს მოდელი კარგად ირგებს სიახლეებს და გოფრესგან შექმნილი მოდელები საოცრად იხვეწება.
გოფრეს სამშობლოდ მესოპოტამია და ძველი ეგვიპტე ითვლება. შუასაუკუნეებში კი გოფრეს მხოლოდ წარჩინებული ქალბატონები ატარებდნენ.
გოფრეს ერთი ნაკლიც აქვს, იგი ყველას არ უხდება და ვიზუალურად ნებისმიერ ქალბატონს ასუქებს.
გოფრეს წელს ნებისმიერი დიზიანერის კოლექციაში აღმოაჩენთ, ცნობილი ბრენდებით დაწყებული, ახალბედებით დამთავრებული.
ასევე მრავალფეროვანია გოფრესგან შექმნილი მოდელები- ისინი შეგიძლიათ ჩაიცვათ როგორც ყოველდღიურად, ასევე წვეულებებზე.
იხილეთ ფოტოგალერეა