ლიმონის წვენის გამოყენების 5 უნიკალური მეთოდი – სილამაზითა და ახალგაზრდობით გაბრწყინებული კანი! - Marao

ლიმონის წვენის გამოყენების 5 უნიკალური მეთოდი – სილამაზითა და ახალგაზრდობით გაბრწყინებული კანი!

2017-12-25 11:00:48+04:00

ლიმონი ვიტამინი C-ს ყველაზე ბუნებრივი წყაროა. მას აქტიურად იყენებენ კოსმეტიკაში, რადგანაც აჩერებს დაბერების პროცესს. ხოლო თმისთვის ის შეუცვლელია – ატენიანებს თავის კანს, აცილებს ზედმეტ ცხიმს და ქერტლს.

1. კანის გამწმენდი სკრაბი

ერთმანეთში შეურიეთ ნახევარი ლიმონის წვენი ერთ სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს და გერმეტულ კონტეინერში ავთქვიფოთ ჩანგლით. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, ნახევარი ჭიქა ყავისფერი შქარი და კარაგად ავურიოთ, რომ შაქარი გაიხსნას. დაარეგულირეთ ზეთისა და თაფლის რაოდენობა კანის სიმშრალის მიხედვით.

2. სახის კანის გასამკვრივებელი და დამჭიმავი ნიღაბი

2 სუფრის კოვზი ნატურალურ იოგურტს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ.

დაიდეთ ნიღაბი სახესა და ყელზე, გაიჩერეთ 30 წუთი. ამ ხნის განმავლობაში იგრძნობ, როგორ შრება და მაგრდება ნიღაბი. შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი წყლით, შემდეგ ცივით. გაიმშრალეთ და წაისით დამატენიანებელი კრემი.

3. თავის კანის დამატენიანებელი საშუალება

3-4 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს შეურიეთ ნახევარი ჭიქა თაფლს, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. თავის დაბანის შემდეგ მასაჟური მოძროაბებით შეიზილეთ თავის კანში ეს ნიღაბი. შეიფუთეთ პოლიეთილენის ცელოფნით, ზემოდან კი პირსახოცით, გაიჩერეთ 30 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ.

4. ლიმონის თმის ბალზამი

თუ ცხიმიანი თმა გაქვთ და წამდაუწუმ დასაბანი გაქვთ, ეს მეთოდი ზუსტად თქვენთვისაა. შეურიეთ 3 სუფრის კოვზ ლიმონის წვენს ნახევარი ჭიქა წყალი. დაბანის შემდეგ გადაივლეთ ხოლმე ეს ხსნარი (თუ კონდიციონერსაც ხმარობთ, კონდიციონერის შემდეგ გადაივლეთ). ეს უნიკალური რეცეპტი თქვენს თმას კაშკაშასა და ჯანრთელს გახდის.

5. თმის ცვენის მკურნალობა

ერთმანეთში შეურიეთ 3 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი და ლიმონის წვენი. ინტენსიურად შეიზილეთ თავის კანში, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ ჩვეულებრივ.

მნიშვნელოვანია! სანამ სახის კანის რაიმე საშუალებას გამოიყენებდეთ, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ჯერ ნიღაბი ხელის მტევანზე წაისვით და დააკვირდით, ხომ არ მოგცათ რეაქცია, ხოლო შემდეგ დაიდაეთ სახეზე.