ამბობენ - "ჭამე სტაფილო და კარგი მხედველობა გექნება".სრული სიმართლეა.
კაროტინი, რომელსაც სტაფილო შეიცავს, შესაბამისად მისი წვენიც, ძალიან სასარგებლოა მხედველობისთვის. გარდა ამისა, მდიდარია A ვიტამინით, კალციუმით, ფოსფორითა და რკინით, რის გამოც აუმჯობესებს მადას, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ამაგრებს კბილებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ორგანიზმს ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.
ზოგი დიეტოლოგი სტაფილოს წვენს ახალგაზრდობის ელექსირად მიიჩნევს. თუმცა ბოროტად არც მისი მოხმარება ღირს. ნუ დალევთ ლიტრობით, რადგან ზედმეტმა კაროტინმა შეიძლება სახის ფერი შეცვალოს გააყვითლოს.