თუკი ოდესმე დაგვარდნია და შესაბამისად, დაგფშვნია საყვარელი და ძვირად ღირებული პუდრი, აუცილებლად გეცოდინება, რამხელა სასოწარკვეთილებაა ეს.
ბევრი ასე დაფშვნილ პუდრს მაშინვე ურნაში გადაუძახებს, ზოგიც კი გააგრძელებს დაფხვნილი და მოუხერხებლად წასასმელი პუდრის ხმარებას.
არადა, თურმე, არსებობს მარტივი გამოსავალი, უფრო სწორად, პუდრის გამთელების, გაახლების უმარტივესი მეთოდი, რისთვისაც დაგჭირდება მხოლოდ და მხოლოდ სპირტი და თქვენი დაფშვნილი პუდრა.
როგორ გავაახლოთ პუდრა?
1. გადმოიღე ბუდიდან მთელი პუდრა და ჩაყარე ზიპიან პოლიეთილენის პაკეტში.
2. კიდევ უფრო წმინდად დაფხვენი პუდრა პარკზე კოვზის დაწოლით.
3. გადმოყარე უკან ბუდეში პუდრა.
4. დაუმატე ცოტაოდენი სპირტი (დაახლოებით სპირტის ქილის თავსახურის რაოდენობის) და კარგად აურიე დანის წვერით.
5. მოუსწორე ზედაპირი დანით და გააჩერე მთელი ღამით, რომ კარგად გაშრეს.
სულ ეს არის. ეს მეთოდი მართლაც უმარტივესია და დაგიზოგავს დროსა და ფულს.
უფრო დაწვრილებით იხილეთ ვიდეოგაკვეთილი