ძუძუს კიბოს ქალების ნომერ პირველ დაავადებას უწოდებენ. მიჩნეულია, რომ კიბოს გამოწვევა შეუძლია არაჯანსაღ კვებას, უმოძრაობას და ცუდ მემკვიდრეობას. მისი მკურნალობის ეფექტიანი წამალი ჯერ არ მოუგონიათ.
თუმცა, არსებობს პროდუქტები, რომლებიც კიბოს უჯრედების წარმოქმნას უშლის ხელს.
სტაფილო - ბეტა-კაროტინით მდიდარი პროდუქტია, ის კი კიბოს გავრცელებას უშლის ხელს. გამოკვლევებმა დაადგინა, რომ ქალები, რომლებიც კვირაში სამჯერ მიირთმევენ სტაფილოს, 17 პროცენტით დაცულები არიან კიბოს გავრცელებისგან.
რჩევა: სასურველია, ერთ მიღებაზე მინიმუმ 20 გრამი უმი სტაფილო მიირთვათ. ბეტა-კაროტინით მდიდარია აგრეთვე ბატატი (ტკბილი კარტოფილი) და გოგრა.
ბროკოლი - შეუდარებელია ნებისმიერი კერძის მომზადებისას და სასარგებლო ჯანმრთელობისთვის. იგი მდიდარია სულფარაფანით, ანტიბაქტერიული ნივთიერებით, რომელიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოქმნასა და გავრცელებას.
რჩევა: მიიღეთ 200 გრამი ბროკოლი კვირაში ორჯერ.
კომბოსტო - ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ თუ კვირაში სამჯერ მიირთმევთ კომბოსტოს, 72 პროცენტით იქნებით დაცული კიბოსგან.
რჩევა: კვირაში ოთხჯერ 200 გრამი უმი კომბოსტო უნდა მიირთვათ.
პომიდორი - ყველაზე გემრიელი და სასარგებლო "წამალი". იგი მდიდარია ლიკოპინით (სწორედ მის გამოა პომიდორი წითელი შეფერილობის) -
ნივთიერებით, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის თავისუფალ რადიკალებს.
რჩევა: განუსაზღვრელი რაოდენობით შეგიძლიათ ჭამოთ, თუ კუჭი არ გაწუხებთ.
ნიორი - არატრადიციული მედიცინის ფავორიტი ბოსტნეული. ტიბეტში მის გარეშე არც ერთი გამაახალგაზრდავებელი წამალი არ მზადდება. იგი კიბოს უჯრედების წარმოქმნას უშლის ხელს.
რჩევა: უსიამოვნო სუნის მიუხედავად, ნუ დაიზარებთ და კვირაში ორჯერ თითო კბილი ნიორი მაინც მიირთვით.
ნიგოზი - ომეგა-3-ით მდიდარი პროდუქტია. აუმჯობესებს გულის მუშაობას და აჩერებს კიბოს უჯრედების გამრავლებას.
რჩევა: აუცილებლად უნდა შეჭამოთ კვირაში სამჯერ 30 გრამი ნიგოზი.
შამპინიონი - დამტკიცებულია, ებრძვის კიბოს უჯრედების წარმოქმნასა და გავრცელებას.
რჩევა: მიიღეთ კვირაში ორჯერ 200 გრამი შამპინიონი ნებისმიერი სახით.
მოცვი - კენკროვნებს შორის ყველაზე სასარგებლოდაა მიჩნეული. ორგანიზმიდან გამოაქვს თავისუფალი რადიკალები.
რჩევა: მიიღეთ კვირაში სამჯერ 200 გრამი მოცვი (უმი სახით, უმჯობესია, ტყის).
ატამი - ტკბილი და გემრიელი ხილი ისეთ ფლავონიდებსა და პიგმენტებს შეიცავს, რაც ანგრევს კიბოს უჯრედებს და აჯანსაღებს ორგანიზმს.
რჩევა: მიირთვით კვირაში თუნდაც ერთი ცალი ატამი. სხვათა შორის, ატამივით სასარგებლოა ქლიავიც.
ორაგული - ამცირებს სხვადასხვა ონკოლოგიურ წარმონაქმნს. მდიდარია ომეგა-3-ით.
რჩევა: მიირთვით ორთქლზე მოხარშული (დაუშვებელია შემწვარი), კვირაში ორჯერ 100 გრამი ორაგული.