And the Oscar goes to - "ოსკარები 2015"-ის გამარჯვებულები ცნობილია - Marao

And the Oscar goes to - "ოსკარები 2015"-ის გამარჯვებულები ცნობილია

2015-02-23 09:21:04+04:00

"ოსკარების" 87-ე დაჯილდოების ცერემონიალი ჰოლივუდში, დოლბის თეატრში ცოტა ხნის წინ დასრულდა. გამარჯვებულ ფილმთა და მსახიობთა ჩამონათვალი კი ასეთია:

საუკეთესო ფილმი - "ბერდმენი" (ფილმის ნახვა ამჟამად ქართულ კინოთეატრებშია შესაძლებელი).

მას კონკურენციას უწევდა სურათები: "ახალგაზრდობა", "სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი", "შეპყრობილი", "სელმა", "ამერიკელი სნაიპერი", "იმიტაციის თამაში" და "ყველაფრის თეორია".

საუკეთესო რეჟისორად ფილმისთვის "ბერდმენი" ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუბე დასახელდა.

ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ - რიჩარდ ლინკლეიტერი ( "ახალგაზრდობა"), ბენეტ მილერი ("მელიებზე მონადირე"), უეს ანდერსონი ("სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი") და მორტენ ტილდუმი ("თამაშის იმიტაცია").

წლის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ედი რედმეინი აღიარეს ფილმ "ყველაფრის თეორიაში" განსახიერებული როლისთვის

აღნიშნულ ნომინაციაზე ასევე წარდგენილნი იყვნენ - სტივ კარელი ("მელიებზე მონადირე"), მაიკლ კიტონი ("ბერდმენი"), ბენედიქტ ქამბერბაჩი ("იმიტაციის თამაში") და ბრედლი კუპერი ("ამერიკელი სნაიპერი").

საუკეთესო მსახიობ ქალად ჯულიანა მური დაასახლეს ფილმისთვის "კვლავ ელისი".

აღნიშნულ ნომინაციაზე ასევე წარდგენილნი იყვნენ - მარიონ კოტიარდი ("ორი დღე, ერთი ღამე"), როზამუნდ პაიკი ("გაუჩინარებული ქალი"), ფელისითი ჯონსი ("ყველაფრის თეორია") და რიზ უიზერსპუნი ("ველური").

მეორეხარისხოვანი როლი, მამაკაცი - ჯეი ქეი საიმონსი ("შეპყრობილი").

წლის საუკეთესო ანიმაციურ ფილმად "დიდი გმირი 6" აღიარეს.

ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის კი - ემანუელ ლუბეცკი ("ბერდმენი").

კოსტიუმების საუკეთესო დიზაინისთვის "ოსკარი" მილენა კანონეროს გადაეცა ("სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი").

საუკეთესო უცხოენოვან ფილმად პაველ პავლიკოვსკის "იდა" დაასახელეს.

ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო - ანდრეი ზვიაგინცევის "ლევიათანი", ზაზა ურუშაძის "მანდარინები", სისაკო აბდერაჰმანის "ტიმბუკტუ" და დამიან შიფრონის "ველური ზღაპრები".