მიდიები და კრევეტები ლამაზი სახის კანისა და მბზინავი თმისთვის - Marao

მიდიები და კრევეტები ლამაზი სახის კანისა და მბზინავი თმისთვის

2015-02-27 14:55:39+04:00

იცოდით, რომ სილამაზეზე ზრუნვა ერთდროულად შეიძლება იყოს არარუტინულიც და გემრიელიც?

თუკი თქვენ მათ რიცხვში ხართ, ვინც მონდომებით ზრუნავთ საკუთარ თავზე და იცით ჯანმრთელობის ფასი, მაშინ გირჩევთ, ეს მასალა აუცილებლად წაიკითხოთ.

როგორ ვიზრუნოთ ზღვის პროდუქტების დახმარებით გარეგნობაზე?

გაგიგიათ, რომ ზღვის პროდუქტები - უფრო კონკრეტულად კი, ზღვის დელიკატესები, როგორებიცაა კრევეტები და მიდიები, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კარგი გარეგნობის შესანარჩუნებლად?! გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტი კალიუმის საბადოა, იცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან; ამასთან, მოცულობასა და ბზინვარებას მატებს თმას.

ზღვის პროდუქტები სექსუალური ცხოვრების გასახანგრძლივებლად

ამას გარდა, მიდიებს აქვს ნაზი, განუმეორებელი გემო და შეიცავს ცილის, მინერალური მარილების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების (რკინა, კობალტი, ფოსფორი) მდიდარ ნაკრებს. მრავალი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ მიდია თავისი შემადგენლობით ვიაგრას ჰგავს.

ამერიკელმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს განსაკუთრებული დიეტა, რომელიც ადამიანის ინტიმურ ცხოვრებაზე დადებითად მოქმედებს. სპეციალისტები გვირჩევენ, იმისთვის, რომ სექსუალურმა ცხოვრებამ მეტი სიამოვნება მოგანიჭოთ, აუცილებელია, ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ მიდიები და კრევეტები.

დიეტა მიდიებითა და კრევეტებით

ზღვის პროდუქტები, განსაკუთრებით კი, მიდიები და კრევეტები, დაბალკალორიულია და შესაბამისად, დიეტურ საკვებად მიიჩნევა.

მისი მიღება სასარგებლოა ბოსტნეულთან ერთად, გემრიელადაც მიირთმევთ და თანაც, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან არათუ მოიმატებთ წონაში, არამედ დაიკლებთ კიდეც, თუ რა თქმა უნდა, ტკბილეულსა და სხვადასხვა სახის სასუსნავს არ დააყოლებთ დესერტად.

სად შევიძინოთ?

ამის გასარკვევად საკმაო დრო დავხარჯეთ. ზღვის პროდუქტების შეძენისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ბაზრებსა და გაუგებარი წარმოშობის მაღაზიებში მიდიები ნაკლებად შეგვხვდება, მაგრამ რომ შეგვხვდეს კიდეც, არ გირჩევთ მის შეძენას. როგორც შევიტყვეთ, ახალი და ხარისხიანი მიდიები კომპანია "ნიკორას" შვილობილ კომპანია "ოკეანეს" დანიიდან შემოაქვს და "ნიკორას" სუპერმარკეტებში იყიდება, რომელიც უმაღლესი ხარისხისაა და ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. ეს მიდიები მოხარშულ-გაყინულია და ადუღებულ წყალში რამდენიმე წუთით წამოდუღებისას მზად არის. თუმცა გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუ რით შევანელებთ და რა ფორმით მოვამზადებთ კერძს.

გთავაზობთ მიდიებით ერთ-ერთი გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი კერძის რეცეპტს:

მიდიები ღვინის სოუსში

მასალა:

500 გრ მიდიები

2-3 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი

1-2 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი

ერთი კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში

3-4 ღერი წვრილად დაჭრილი ქონდარი

1 ჩ. კოვზი ზაფრანა

2 პომიდვრის პიურე

1 ჭიქა მშრალი თეთრი ღვინო

100 გრ კარაქი

2 სუფრის კოვზი ზეთი

2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი

მარილი

შავი პილპილი

მომზადება:

გავახუროთ ქვაბი, ცოტა ზეთი დავასხათ და კარაქი. მოვშუშოთ ხახვი 5-6 წუთი, დავუმატოთ ნიორი და გავაგრძელოთ შუშვა. შემდეგ დავუმატოთ პომიდვრის პიურე და ღვინო. როცა წამოდუღდება, მოვაყაროთ მწვანილი, მიდიები, მარილი და პილპილი. ვშუშოთ 5 წუთი და გადმოვდგათ. კერძი მზად არის.

ასე, რომ გალამაზდით, გახდით უფრო ხალისიანი და სექსუალური, გაუმასპინძლდით საკუთარ თავს და ახლობლებს ზღვის დელიკატესებითა და თეთრი მშრალი ღვინით.