პირსახოცის ქსოვილის პირსაწმენდები და ხალათები ცუდად იტანს სარეცხი ფხვნილით გარეცხვას. უმჯობესია, ისინი თხევადი სარეცხი საშუალებებით გარეცხოთ.
* თუ მაინც ფხვნილით რეცხავთ სარეცხს, დამატებით გაავლეთ, რათა ქსოვილისგან მაქსიმალურად გამოიდევნოს ფხვნილის ნაწილაკები.
* ნურასდროს გარეცხავთ პირსახოცის ქსოვილებს ძლიერ ბრუნვასა და წყლის ეკონომიაზე. დაუშვებელია მათი გამოხარშვაც.
* პირსახოცის ქსოვილი ფუმფულა რომ გახდეს, ნახევარი საათით მარილიან წყალში ჩაალბეთ. ძველი და უხეში პირსახოცები ან ხალათები კი მარილიან წყალში გაავლეთ.
* სარეცხი აუცილებლად გააშრეთ მზეზე და სუფთა ჰაერზე.
* პირსახოცების ქსოვილების გასავლებად გამოიყენეთ სარეცხის კონდიციონერი, რომელსაც სილიკონი აქვს დამატებული.
* პირსახოცის ქსოვილებს არ აუთოებენ. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ ორთქლის უთო გამოიყენოთ.
* სველი პირსახოცი არასდროს ჩააგდოთ ჭუჭყიანი თეთრეულის კალათაში. ასე იგი ნესტის სუნს შეიძენს და შეიძლება ობიც გაუჩნდეს. იგი ან მომენტალურად უნდა გარეცხოთ, ან გამოაშროთ.