გამოყენებული ჩაის პაკეტები მაშინვე ნაგვის ურნაში ხვდება. არადა, დაუმსახურებლად! საქმე ისაა, რომ ჩაის უკვე გამოყენებული პაკეტებიც კი ზედმეტად სასარგებლოა იმისათვის, რომ გადავყაროთ.
ქვემოთ მოცემული 5 გენიალური იდეა დაგარწმუნებთ იმაში, რომ შეინახოთ გამოყენებული ჩაის პაკეტები.
1. კანის პრობლემები. სილურჯეები, განაკაწრი, სიწითლეები, ანთებები და მწერების ნაკბენები - შეგიძლიათ მოირჩინოთ ჩაის პაკეტის მეშვეობით. საკმარისი იქნება, უბრალოდ, შეუშვიროთ ჩაის პაკეტი ცივ წყალს და შემდეგ დაიდოთ 15 წუთით კანის გაღიზიანებულ ადგილას. აუცილებლად სცადეთ ეს მეთოდი.

პიგმენტური ლაქები, ჰერპესი და სიშავეები თვალის უპეებზე – ასევე გაქრება ჩაის პაკეტის ცივი კომპრესით.

2. კარგად გააშრეთ ჩაის გამოყენებული პაკეტები. შემდეგ ჩააწყვეთ ფეხსაცმელში ან ბოტასებში და უსიამოვნო სუნი სწრაფად გაქრება. ასე შენახული ფეხსაცმელი – ძალიან ჭკვიანურია.

3. როგორ გავრეცხოთ ძალიან ჭუჭყიანი ჭურჭელი ისე, რომ არ გამოვიყენოთ ქიმიური საშუალებები.
ჩაალბეთ ღამე წყლით სავსე ნიჟარაში ცხიმიანი ჭურჭელი, ოღონდ არ დაგავიწყდეთ ჩაყაროთ წყალში ჩაის პაკეტები. დილით მთელი ცხიმი უპრობლემოდ მოშორდება ჭურჭელს.

4. ჩაის სუნი არ უყვართ მღრღნელებს, ობობებსა და მწერებს. დაალაგეთ გამშრალი ჩაის პაკეტები იმ ადგილებში, სადაც მავნებლები შეგიმჩნევიათ და ისინი ამ ადგილს აღარ გაეკარებიან.

5. თუკი გამოყენებულ ჩაის პაკეტებს მაცივარში შეაწყობთ, აღარასოდეს შეგაწუხებთ მაცივრიდან გამომავალი უსიამოვნო სუნი. ჩაის პაკეტი შეიწოვს პროდუქტების სუნს და შეინარჩუნებს სინესტის ბალანსს.
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეო