სწორად შერჩეული "ჩოლკა" ხაზს გაუსვამს თქვენი თვალების სილამაზეს, დაფარავს მცირედ ნაკლოვანებებს და ვარცხნილობას მოდურს გახდის.
მოგრძო სახე
ასეთი სახის ფორმისთვის "ჩოლკა" საუკეთესო გადაწყვეტილებაა: ის დაფარავს მაღალ შუბლს და სახეს ვიზუალურად გააფართოებს. შეაჩერეთ თქვენი არჩევანი გრძელ "ჩოლკაზე". ის შეიძლება იყოს სქელიც და მეჩხერიც, ან შეთხელებული ბოლოებით.
ოვალური სახე
ოვალური სახის ფორმის ბედნიერ მფლობელებს, როგორც წესი, ყველანაირი ვარცხნილობა უხდებათ, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად საშუალო სიგრძის "დაჭრილი ჩოლკა" მოუხდებათ. თუმცა, არც სქელი ან თხელი და მოკლე "ჩოლკა" იქნება თქვენი სახისთვის ურიგო.

მრგვალი სახე
შუა ნაწილში ოდნავ შემოკლებული "ჩოლკა" მრგვალ სახეს ვიზუალურად წინ წამოსწევს. სთხოვეთ თქვენს სტილისტს, შეგაჭრათ მსუბუქი, ასიმეტრიული "ჩოლკა", რომელიც მთლიანად დაგიფარავთ შუბლს.
გულის ფორმის სახე
წარბებს ქვემოთ ჩამოსული სქელი "ჩოლკა" გამოწეულ ნიკაპს ვიზუალურად შიგნით შესწევს. ძალიან მოგიხდებათ გრძელი, გვერდზე გადაწეული "ჩოლკა".
კვადრატული სახის ფორმა.
სახის ასეთი მოყვანილობისთვის იდეალურია თხელი და გრძელი "ჩოლკა". ასეთი ვარცხნილობა ნაკვთების მკაცრ კონტურებს შეარბილებს და ვიზუალურად დააგრძელებს სახის ფორმას.