მოდის ინდუსტრიაში რევოლუცია მძვინვარებს - 90-60-90-ის პარამეტრიანი მოდელები მრგვალფორმიანმა ლამაზმა ქალებმა ჩაანაცვლეს.
იმისათვის, რომ წარმატებული მოდელი გახდე, საჭირო არაა, თავი მოიკლა დიეტებითა და შიმშილით. მთავარია, საკუთარი თავი გიყვარდეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
რობინ ლაული
მოდელი აკრიტიკებს იმ დიზაინერებს, რომლებიც ახალგაზრდა გოგონებს "იდეალური ფორმების" მისაღებად აშიმშილებენ. თავად მშვენივრად გამოიყურება და წელს Sports Illustrated-ის ახალი ნომრის ფოტოპროექტში მიიღო მონაწილეობა.
კლემენ დიუსო
ამერიკული მარკა American Apparel-ის სახეა. წარსულში სახელი გაითქვა სკანდალური სარეკლამო კამპანიებით.

ჯენი რანკი
პირველად H&M-ის ბრენდის დემონსტრირებაში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ არასტანდარტული ზომის სამოსი ერგება, მოდელი პუტკუნა გოგონებს ურჩევს, დატკბნენ ცხოვრებით და არ იფიქრონ ზედმეტ კალორიებზე.
ტარა ლინი
წარსულში ლინგვისტი იყო, მაგრამ ახლა H&M-ის წარმატებული მოდელია.
იხილეთ ფოტოგალერეა
დენიზ ბიდო
ერთადერთი მოდელია, რომელიც სერენა უილიამსის შოუს ფინალში გავიდა. "ფულ საიზის" მოდელი ახლა კინოვარსკვლავობას აპირებს.
საფი კარინა
თავიდან საფი გამხდარი მოდელი იყო, მაგრამ გასუქების შემდეგ დამქირავებელმა სამსახურიდან დაითხოვა. ახლა კარინა თავად ხელმძღვანელობს კომპანიას, რომელიც "ფულ საიზის" მოდელებს პოდიუმზე დგომის საიდუმლოებებს ასწავლის.
ქეით დილონი
სტანდარტული ზომის მოდელობა სურდა, მაგრამ ანორექსიით დაავადდა და ჯანმრთელობა შეერყა. ახლა თავს მშვენივრად გრძნობს და იმაზე მეტად პოპულარული მოდელია, ვიდრე გამხდარი იყო.
ეშლი გრემი
Sports Illustrated-ში მისი ფოტოების დაბეჭდვისთანავე პოპულარული გახდა. იგი მრგვალფორმიანი, ყველა მამაკაცის სასურველი ქალია და ბოლო დროს მისმა ფოტოებმა სხვადასხვა მოდური ჟურნალის ყდებზე დაბეჭდილი გამხდარი მოდელები ჩაანაცვლა.
ქენდის ჰაფინი
ერთადერთი ფუმფულაფორმიანი მოდელი, რომლის ფოტოებიც 2015 წლის "პირელის" კალენდრისთვის დაიბეჭდა.
ჟიუსტინ ლეგო
პირველად მისი ფოტო ფრანგული "ელის" ყდაზე გამოჩნდა და მას შემდეგ გამხდარ მოდელებზე პოპულარული გახდა.

კრისტალ რენი
14 წლიდან მოდელია. თავიდან გამხდარი იყო, მაგრამ აღიარებს, რომ მხოლოდ ახლა, ამ წონაში გრძნობს თავს იდეალურ ქალად.
უიტნი ტომპსონი
შარშან გაიმარჯვა კონკურსში "ამერიკის 10 საუკეთესო მოდელი", რითაც სახელი გაითქვა და დღეს უკვე მთელ მსოფლიოშია პოპულარული.
იხილეთ ფოტოგალერეა