უმჯობესია, ფიჭაში არსებული თაფლი მიირთვათ. ასე თქვენს ორგანიზმს მეტი მინერალითა და ვიტამინით გაამდიდრებთ.
ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების დროს, დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ თბილი ჩაი ან რძე, რომელსაც დამატებული ექნება თითო სადილის კოვზი თაფლი და კარაქი.
წაისვით თაფლი დღეში 3-4-ჯერ კბილებზე და ისინი გაგითეთრდებათ.
მრავალი ცდის შედეგად მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თაფლი საუკეთესო ძილის წამალია. მედიკამენტებისგან განსხვავებით, იგი არ აღიზიანებს კუჭს, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და ძალების აღმდგენი საუკეთესო საშუალებაა.