როგორ იქცევა მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით როცა შეყვარებულია - Marao

როგორ იქცევა მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით როცა შეყვარებულია

2015-03-14 11:45:27+04:00

მამაკაცები განსხვავებული სახასიათო შტრიხებით, ტემპერამენტითა და ფსიქოლოგიური მახასიათებლებით გამოირჩევიან ერთმანეთისგან იმის მიხედვით, თუ რომელია კონკრეტულად მათი ზოდიაქო.

ამიტომ სიყვარულსაც ისინი აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ჩვენი საიტის სუსტი სქესის წარმომადგენელი არაერთი მკითხველი ძალზე ხშირად მოგვმართავს შეკითხვით გავარკვიოთ, როგორ იქცევა ესა თუ ის მამაკაცი მაშინ, როცა შეყვარებულია... ეს სტატიაც სწორედ ამ შეკითხვების საპასუხოდ შეიქმნა.

ვერძი მამაკაცი სიყვარულს დევნით, აგრესიული ფლირტითა და ზოგჯერ ჩხუბითაც კი გამოხატავს. მას სურვილი უჩნდება გასაოცარი გმირობები ჩაიდინოს საყვარელი ქალის გულის დასაპყრობად.

კურო მამაკაცი სიყვარულს პრაქტიკული, მაგრამ საკმად ძვირად ღირებული საჩუქრებით, ზრუნვითა და ხშირი კონტაქტის მოთხოვნილებით გამოხატავს.

ტყუპი მამაკაცის სიყვარული იმაში ვლინდება, რომ მას მუდმივად ენდომება ესაუბროს ინტერესის ობიექტს, ამიტომ მასთან ლაპარაკი შეყვარებულ ქალბატონს ოცდაოთხსაათიან ნონსტოპ რეჟიმში მოუწევს, ხან პირადად, ხანაც ტელეფონით ან კომპიუტერის მეშვეობით.

კირჩხიბი მამაკაცი სიყვარულს ბუტიაობით, ეჭვიანობითა და პრეტენზიულობით ავლენს. მას პანიკური შიში უჩნდება არ დაკარგოს საყვარელი ადამიანი; ამიტომ ყველა შესაძლო მეთოდით ებღაუჭება.

ლომი მამაკაცი სიყვარულს ავლენს საკუთარი იმიჯის, ძალაუფლებისა და პროფესიული მიღწევების დემონსტრირებით ქალის დასანახავად. უყვარს ხმაურიანი დროსტარება და ამ ყველაფერსაც აუცილებლად უნდა ადევნებდეს თვალს მისი ინტერესის ობიექტი.

ქალწული მამაკაცი სიყვარულს წვრილმან ყურადღებაში და ზრუნვაში გამოავლენს. თუ ავად ხართ ან რაიმე პრობლემა შეგექმნათ, მასზე უკეთ ვერავინ დაგეხმარებათ. ამასთან ერთად, იგი ამ ყველაფერს გააკეთებს უანგაროდ (რაც ქალწულის შემთხვევაში იშვიათობაა) იმიტომ, რომ მოსწონხართ.

იხილეთ სრულად: astrologi.ge