2015 წლის 7 ყველაზე აქტუალური საგაზაფხულო ტრენდი (+ფოტო) - Marao

2015 წლის 7 ყველაზე აქტუალური საგაზაფხულო ტრენდი (+ფოტო)

2015-03-19 13:00:12+04:00

გაზაფხული დადგა და მოვიდა დრო, განვაახლოთ გარდერობი. რა არის მოდაში წელს?

იხილეთ ფოტოგალერეა

1. ყვითელი ფერი

კაშკაშა ყვითელი ფერი ჯერ კიდევ შარშან იყო მოდაში და ის აქტუალურობას არც წელს კარგავს. შეგახსენებთ, მალე ცხელი ზაფხული მოვა, ყვითელი კი ამ სეზონსაც ძალიან უხდება და თითქმის ყველას და ყველაფერს.

2. ღვინისფერი, ანუ 2015 წლის ყველაზე აქტუალური ფერი

მკვეთრი წითელი ნებისმიერ ქალს უხდება, მაგრამ წელს ჩვეულებრივი წითელი კი არა, ღვინისფერია განსაკუთრებით აქტუალური.

3. კლასიკური შარვლები და პიჯაკები

მამაკაცის გარდერობი ნელ-ნელა, თუმცა მტკიცედ იკიდებს ფეხს ქალის ჩაცმულობაში. ივ სენ-ლორანი იამაყებდა ამით.

4. Total white

უცნობია, რამ შეუწყო ხელი თეთრი ფერის ასეთ აქტუალურობას წელს, მაგრამ ერთი რამ უეჭველია – ეს ფერი დომინანტი იქნება. თამამად შეიძინეთ თეთრი მინი თუ მაქსი-კაბები, ბლუზები და შარვლებიც კი. თეთრი ფეხსაცმელი და ჩანთა – საუკეთესო აქსესუარები იქნება ნებისმიერ სამოსთან.

5. ჯინსი, ჯინსი და კიდევ ერთხელ ჯინსი

არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელსაც ჯინსი არ უყვარს. ქუჩის მოდით შთაგონებულმა დიზაინერებმა გადაწყვიტეს, თავით ფეხებამდე ჯინსებში შევემოსეთ. აქ არის როგორც მინი-კაბები და მინი-ქვედაბოლოები, ასევე ჯინსის პერანგები, რომლებიც მოდიდან თითქმის არასოდეს გადადის.

6. კაბა-პერანგები

ეს, როგორც იტყვიან, დიზაინერებმა ჩვენთვის, უბრალო მოკვდავებისთვის მოიფიქრეს. აბრეშუმის ან ბამბის მინი ან მუხლის სიგრძე სხვადასხვა ფერის ჩაღილული კაბა-ხალათები – რომელიმე მათგანი მაინც უნდა მოიძებნებოდეს ამ გაზაფხულზე მოდის ნამდვილი მიმდევარი ქალის გარდერობში.

7. შლაქსი

წელს შლაქსი მოდაშია ოფიციალურად და აბსოლუტურად. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, შლაქსთან რაიმეს შეხამება საკმაოდ რთულია. იმისათვის, რომ გაშლილი ფორმის შარვალი ჰარმონიულად გამოიყურებოდეს, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე წესი: პირველი, უნდა შეარჩიოთ სიგრძე, იგი არ უნდა იყოს კოჭზე მაღლა, მაგრამ არც მის დაბლა; მეორე - სიგანე: იმისათვის, რომ შლაქსმა არ დაგაბრუნოთ ABBA-ს კონცერტების დროში, ის არ უნდა აჭარბებდეს 30 სმ დიამეტრს. შარვლის ტოტები უნდა ფარავდეს ტერფის ზედა ნაწილს თითებამდე.

იხილეთ ფოტოგალერეა