არავინ იცის იმის რეცეპტი, როგორ გამოვიდეს შედევრი ფოტო, თუმცა არსებობს წესები, რომლებიც მისკენ მიგაახლოებთ.
სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს სტივ მაკარი – National Geographic-ის გენიოსად აღიარებული ფოტოგრაფი, ცნობილი ფოტოს, "ავღანელი გოგოს" ავტორი.
საკუთარი ნამუშევრების მაგალითზე ფოტოგრაფი გვაჩვენებს, რომ თუკი კომპოზიციის ძირითად პრინციპებს დავიცავთ, ნებისმიერი ადამიანი შეძლებს, გადაიღოს შედევრი.
გთავაზობთ სტივ მაკარის 9 რჩევას, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ, გადაიღოთ საოცარი ფოტოები:
მესამის წესი
განათავსეთ კომპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილები ხაზზე, ხოლო ყველაზე მთავარი – ხაზების გადაკვეთაზე.




მოძრავი ხაზები
გამოიყენეთ ბუნებრივი ხაზები, რათა მოძრავი გახდეს კადრი.


დიაგონალური ხაზები
სწორად შერჩეული ხაზები ფოტოს დინამიკურობას სძენს.


კადრირება
გამოიყენეთ ბუნებრივი ჩარჩოები, ისეთები, როგორებიც არის ფანჯრები და კარებები.


ფიგურებისა და ფონის შერწყმა
მოძებნეთ კონტრასტი გადაღების ობიექტსა და ფონს შორის.


შეავსეთ კადრი
მიდით მაქსიმალურად ახლოს მასთან, ვისაც ფოტოს უღებთ.


დომინანტი თვალი
განათავსეთ მარჯვენა ან მარცხენა თვალი კომპოზიციის ცენტრში. ეს მეთოდი საოცრად ღრმას ხდის გამოხედვას.


გამოსახულების გამეორება
ძალიან ლამაზია შენობების ფოტო, მაგრამ კიდევ უკეთესია, როცა ფოტოგრაფი კონტრასტისთვის ობიექტის დამატებით შენობების გამოსახულებებს აცალკევებს.


სიმეტრია
ორი ნახევრის ჰარმონია ძალიან სასიამოვნო საყურებელია თვალისთვის.

