დაგჭირდებათ:
1 სუფრის კოვზი თხელი თაფლი;
1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი;
1 ცალი კვერცხის გული;
3-4 წვეთი ვიტამინი E (ზეთოვანი)
გახსენით კვერცხის გულში თაფლი და ვიტამინი E. შეასქელეთ ნიღაბი ფქვილით (შეგიძლიათ ერთმანეთში შეურიოთ პურისა და კარტოფილის ფქვილი). თუკი ნიღაბი ზედმეტად მშრალი გამოვიდა, დაუმატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ან ნუშის ზეთი.
დაიდეთ ნიღაბი სუფთა და ოდნავ ნოტიო კანზე თვალის ირგვლივ (თუმცა შეგიძლიათ მთელ სახეზეც და ყელზეც), გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
რეკომენდებულია, ნიღაბი გაიმეოროთ 2-3 დღეში ერთხელ 1-2 თვის განმავლობაში.