1. გამორიცხეთ მარილი;
2. უარი თქვით ალკოჰოლზე;
3. მაქსიმალურად შეამცირეთ შემდეგი პროდუქტების გამოყენება: თეთრი პურის, ღვეზელების, ტკბილეულის;
4. ეცადეთ, იკვებოთ ხშირად და პატარა ულუფებით. იდეალური იქნება დღეში 5-ჯერ, ყოველ 3-3,5 საათში.
5. თქვენს რაციონში უნდა შედიოდეს საკმარისი რაოდენობით ფორთოხალი, ლიმონის წვენი, კრეს-სალათა.
6. გამორიცხეთ რაციონიდან ყავა. უმჯობესია, შეცვალოთ ის მწვანე ან თეთრი უშაქრო ჩაით.
7. სვით დღეში მინიმუმ 1.5 ლ წყალი (გაზის გარეშე).
სამაგალითო მენიუ მუცლის დიეტის დროს:
საუზმე: თოხლოდ მოხარშული კვერცხი, ერთი ნაჭერი გახუხული პური.
მეორე საუზმე: რამდენიმე ვაშლი ან რამდენიმე ფორთოხალი;
სადილი: 250 გრ მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი ან 200-250 გრ თევზი, ბოსტნეულის სალათა.
სამხარი: ერთი თეფში ბოსტნეულის წვნიანი.
ვახშამი: 200-250 გრ გრილზე ან ტაფაზე უცხიმოდ მომზადებული ხბოს ხორცი, ფორთოხალი.
დიეტის გარდა, მუცლისთვის აუცილებელია ვარჯიშიც. შეასრულეთ რამდენიმე მარტივი მოძრაობა:
დაჯექით სკამზე მოხერხებულად, გაასწორეთ წელი, გაშალეთ მუხლები, ტერფები იატაკზე მყარად დააწყვეთ. ჩამოუშვით ნიკაპი, წინ გასწიეთ ხელები. ამოისუნთქეთ, შეზნიქეთ მუცელი და ნელა გადაიხარეთ წინ. შეეცადეთ, ხელებით იატაკს შეეხოთ. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ მინიმუმ 3-ჯერ. ყოველდღიურად გაზარდეთ რაოდენობა ერთით.
საუკეთესოა ჰულა-ჰუპის ტრიალი, დღეში 15 წუთი.

კომბოსტოს ბურახი - იდეალური სასმელი ბრტყელი მუცლის მისაღებად!
