შენი ხელით მომზადებული ხალიჩის საწმენდი ეფექტური საშუალება - მკითხველის ნაცადი რეცეპტი - Marao

შენი ხელით მომზადებული ხალიჩის საწმენდი ეფექტური საშუალება - მკითხველის ნაცადი რეცეპტი

2015-03-31 11:45:57+04:00

იმისათვის, რომ დავზოგოთ ფული და დრო, თავად მოვამზადოთ ხალიჩის საწმენდი საშუალება. ეს ძალიან მარტივია და რაც მთავარია, ეფექტური.

მაშ ასე, დაგვჭირდება:

1 სუფრის კოვზი სოდა;

1/3 ჭიქა ძმარი;

ცხელი წყალი, ოღონდ არა მდუღარე;

1 სუფრის კოვზი სარეცხის ფხვნილი;

ყველა ეს ინგრედიენტი მოათავსეთ პულვერიზატორიან ცარიელ ჭურჭელში, შეასხურეთ ხალიჩაზე, განსაკუთრებით, იმ ადგილებში, სადაც ლაქებია. შემდეგ გადაუსვით სუფთა, სველი ჩვარი.

ხალიჩა ახალივით იბზინებს.