იმისათვის, რომ მუდამ მოხდენილად გამოიყურებოდეთ, ჩაცმის კანონები უნდა დაიცვათ. უნდა იცოდეთ, რომელი სამოსი შეუხამოთ ერთმანეთს და რომელი - არა.
თუ დაგაბნიეთ, მიჰყევით ჩვენს რჩევებს და მოხდენილად ჩაცმული გარშემო მყოფებისგან მუდამ კომპლიმენტებს დაიმსახურებთ. რომელი სამოსი უხდება ერთმანეთს:
1. სწორი ქვედაკაბა და მომდგარი ბლუზა;
2. პატარა შავი კაბა, ფეხსაცმელი დახურული ცხვირით, კლატჩი და ხელთათმანები.
3. ჩექმა, შარვალი გალიფე და თავისუფალი კარდიგანი.
4. შარვალი, თეთრი პერანგი და კლასიკური ჟილეტი.
5. რომანტიკული პერანგი და ბორდოსფერი ჯინსი.
6. გახსნილი ქურთუკი, კაბა და შარფი.
7. ვიწრო ქვედაკაბა, ბლუზა, ტყავის ქურთუკი და კლატჩი.
8. რომანტიკული ბლუზა, პულოვერი, ვიწროტოტიანი შარვალი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კონვერტის მსგავსი კლატჩი.
9. მოკლეტოტიანი ”ბანანი” შარვალი და ჩექმა.

10. შარვალი გალიფე, მოკლეყელიანი ჩექმა საშუალო ქუსლზე, მომდგარი ჟაკეტი და გვერდზე შეკრული სამკუთხედი შარფი.
11. შალის კაბა, მოკლე ქურთუკი და ბერეტი.
12. პერანგი, ჯემპერი და ვიწროტოტიანი შარვალი.
13. თხელი კაბა-სარაფანი, შესაფერისი კოლჰოტი და დაბალძირიანი კლასიკური, მრგვალცხვირიანი ფეხსაცმელი.
14. დახეული ჯინსი, სამხედრო ჩექმა მოშვებული თასმებით, კუბოკრული პერანგი და მოკლე ქურთუკი.
15. გრძელი, ჰაეროვანი ერთტონიანი ქვედაკაბა და კონტრასტული, პრინტიანი ბლუზა.
16. შორტი და მისი შესაბამისი ჟაკეტი.
17. მოკლე კაბა, ჩექმა და შავი, გაუმჭვირვალე კოლჰოტი.
18. წელზე წვრილი ქამრით შეკრული ტუნიკი და გრძელყელიანი ჩექმა.
19. პატარა შავი კაბა და ტყავის ქურთუკი.
20. მინი-ქვედაკაბა და როლინგი.
21. მაღალყელიანი ჩექმა, ჯინსი და შავი მოკლე ჟაკეტი.
22. გრძელი, კაბისმაგვარი სვიტერი, ელასტიკი და მაღალქუსლიანი ჩექმა.
23. ტყავის შარვალი, პრინტიანი მაისური, მოკლე ქურთუკი.
24. ვიწროტოტიანი ჯინსი, მკვეთრპრინტიანი მაისური, მაღალყელიანი ჩექმა და პატარა ჩანთა.
25. რომანტიკული ბლუზა და შესაფერისი ჟაკეტი.