სამზარეულოს ღრუბელის უჩვეულო გამოყენება - Marao

სამზარეულოს ღრუბელის უჩვეულო გამოყენება

2020-09-02 09:48:36+04:00

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი ყველა სამზარეულოში მოიძებნება, მაგრამ ჩვენ მის უჩვეულო გამოყენებას გასწავლით. ეს მარტივი რჩევები ყველა დიასახლისს გამოადგება.

ყვავილებს ზედმეტი წყალი რომ არ დაასხათ, რაც მათი ფესვების ლპობას იწვევს, გირჩევთ, მცენარის ღეროსთან ღრუბელი დადოთ, იგი ზედმეტ წყალს შეიწოვს და მცენარეს გადაგირჩენთ. ღრუბელი იმ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ, თუ დასასვენებლად მიდიხართ და ყვავილების მორწყვას ვერავის დაავალებთ. ღრუბელი კარგად გაჟღინთეთ წყლით და ქოთანში ჩადეთ.

უხეშფაქტურიანი ღრუბელი მაისურებიდან ბუსუსების მოშორებაში დაგეხმარებათ. ფრთხილად გაწმინდეთ ღრუბელით სასურველი ადგილები.

ხალიჩიდან ცხოველის ბეწვსაც ღრუბელი მოგაგროვებინებთ. ამისათვის ნამიანი ღრუბელი ხალიჩას უნდა გადაუსვათ.

პიკნიკზე კერძები რომ არ გაგიფუჭდეთ, ღრუბელისგან ყინული დაამზადეთ. ამისათვის სველი ღრუბელი ჰერმეტულად დახურულ პაკეტში ჩადეთ და მთელი ღამით საყინულეში გააჩერეთ. დილით გაყინული ღრუბელი პროდუქტებთან ერთად ჩადეთ. თუ საჭმელები დიდ ჩანთაში გილაგიათ, ერთდროულად რამდენიმე ღრუბელი გაყინეთ. ამ პროცედურის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ ლღვობისას ჰერმეტულად დახურული პაკეტიდან წყალი არ გადმოიღვრება.

თუ გადაადგილებისას მინის ან ფაიფურის ჭურჭელი გაქვთ გადასაზიდი, მათ ღრუბელი შემოახვიეთ, რათა ნივთები უსაფრთხოდ მიიტანოთ დანიშნულების ადგილზე.

წვიმაში მოხვედრის შემდეგ ქოლგა ღრუბელზე მოათავსეთ. იგი მთელ წყალს შეიწოვს და ქოლგას დაობებისა და უსიამოვნო სუნისგან დაიცავს.

ღრუბელს ბამბის დისკების ჩანაცვლებაც შეუძლია. თუ ფრჩხილებიდან ლაკი გაქვთ მოსაცილებელი, მოათავსეთ ღრუბელი მომცრო ქილაში და გაჟღინთეთ ლაკის მოსაშორებელი სითხით. ფრჩხილების გასასუფთავებლად ჩაყავით თითი ქილაში და რამდენჯერმე დაატრიალეთ იგი. ქილა შეგიძლიათ თავდახურული შეინახოთ და შემდეგ ჯერზეც გამოიყენოთ.

თუ პედიკიურს შინ იკეთებთ, უხეში ღრუბელისგან გამოჭერით თითების ფიქსატორი, რათა ლაკი კარგად შეშრეს და არ თითებზე გაგეთხუპნოთ.

თუ მაგიდაზე ყვავილების ვაზა უნდა დადოთ და შიშობთ, რომ მისი ძირი მაგიდის ზედაპირს დაგიკაწრავთ, ღრუბელიდან თხელი კანტი გამოჭერით და ვაზას ძირზე შემოაწებეთ.

თუ ფანჯრების ღრიჭოებიდან ქარი უბერავს, ამ შემთხვევაშიც ღრუბელი გიშველით. გამოჭერით კუბები ან ზოლები და ფანჯრებს ჩააყოლეთ.

ღრუბელით ზაფხულში ბავშვების გართობასაც შეძლებთ. გამოჭერით მისგან გრძელი ვიწრო ზოლები, ახლა შუაში რეზინით გადააბით, წყალში დაასველეთ და "წყლის ბომბები" ერთმანეთს დაუშინეთ.