თურმე, ჩვეული მიკროტალღური ღუმელი შეიძლება არა მხოლოდ საჭმლის შესათბობად გამოვიყენოთ. მას შეუძლია გააახლოს პური და თაფლი, წამებში მოგვამზადებინოს უგემრიელესი საუზმე და უცრემლოდ გაგვარჩევინოს ხახვი.
1. ლიმონისა და ლაიმისგან მეტი წვენის მიღება
ამისათვის საკმარისია, შევდოთ საყვარელი ციტრუსი მიკროტალღურ ღუმელში, დავაყენოთ მაქსიმალურ სიძლიერეზე და გავათბოთ 20 წამში: ამ მეთოდით მეტ წვენს გამოწურავთ ლიმონისა და ლაიმისგან, თანაც მარტივად.

2. მწვანილის გახმობა
მოათავსეთ ოხრახუში, კამა და სხვა მწვანილი მიკროტალღურ ღუმელში და რამდენიმე წუთი ჩაურთეთ მაღალი ტემპერატურა – წუთებში თანაბრად გამომშრალ მწვანილს მიიღებთ.

3. ნივრის მარტივად გაფცქვნა
თუ გსურთ ერთი კბილი ნივრის გაფცქვნა, 15 წამით მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში, გამოიღეთ და მარტივად მოსცილდება კანი.

4. გამხმარი პურის გაახლება
გაახვიეთ პური სველ ჩაის ტილოში და 10 წამით შედეთ მაღალ ტემპერატურაზე მიკროტალღურ ღუმელში. შეგიძლიათ გაიმეორეთ პროცედურა იქამდე, სანამ სასურველი სირბილის პურს არ მიიღებთ.

5. გავიკეთოთ ცხელი კომპრესი
შედეთ სველი პირსახოცი ერთი წუთის განმავლობაში მიკროტალღურ ღუმელში და ცხელი კომპრესი მზად არის!

6. გავაფხვიეროთ შეწებებული და დანოტივებული შაქარი
აქ კვლავ დაგჭირდებათ სველი ჩაის ტილო. მოათავსეთ ის შაქრიან ყუთსა თუ ქილაში, დააფარეთ თავსახური და შედგით 20 წამით მიკროტალღურ ღუმელში. გამოიღეთ ყუთი/ქილა და ამოიღეთ ჩაის ტილო – შაქარი ფანტია გახდება.

7. ხილისა და ბოსტნეულის გაფცქვნა
ატამსა და პომიდორს კანს მარტივად და სწრაფად მოაცლით, თუ მათ 30 წამით მიკროტალღურ ღუმელში მოათავსებთ, შემდეგ გამოიღებთ და 2 წუთი აცლით გაცივებას.

8. ხახვის გაფცქვნა ცრემლების გარეშე
მოაჭერით ხახვს ორივე მხრიდან თავი და ნახევარი წუთით შედეთ ღუმელში. ამის შემდეგ თამამად გაფცქვენით, ცრემლებად აღარ დაიღვრებით.

9. მოამზადეთ კვერცხი – პაშოტი
ჩაასხით მიკროტალღური ღუმელის ჯამში წყალი, დაუმატეთ ძმარი და ჩაახალეთ კვერცხი. ჩაჩხვლიტეთ კბილის ჩხირით კვერცხის გული და მჭიდროდ გადააკარით ჯამს საკვების შესაფუთი ცელოფანი. მოამზადეთ 30 წამი, შემდეგ გადმოაბრუნეთ კვერცხი და კვლავ დატოვეთ 20 წამით მიკროტალღურ ღუმელში.

10. დაუმატეთ კერძებს გემრიელი არომატები
გაახურეთ კაკალი, მზესუმზირა და სანელებლები მიკროტალღურ ღუმელში 15 წამის განმავლობაში და თქვენი კერძი არა მხოლოდ გემრიელი იქნება, არამედ საოცრად არომატულიც.

11. მოამზადეთ კარტოფილის ჩიფსი
აქ ყველაზე რთული კარტოფილის რაც შეიძლება თხელ ნაჭრებად დაჭრაა. შემდეგ მოათავსეთ ის თეფშზე და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 3 წუთით, პერიოდულად გადააბრუნეთ და თანდათანობით დაუწიეთ ტემპერატურას – ჩიფსები მზად არის!

12. თაფლის გაახლება
მოხადეთ თაფლის ქილას თავსახური და შედგით მიკროტალღურ ღუმელში საშუალო სიძლიერეზე რამდენიმე წუთით – ასე ჩაშაქრებულ თაფლს უცებ გააახლებთ.
