27 აპრილიდან, Palitra tv-ის ეთერში გახმაურებული და ძალიან ცნობილი ამერიკული კრიმინალური მელოდრამის - "მაფიაზე გათხოვილის" ჩვენება იწყება.
იხილეთ სერიალის პრომო
სერიალში "ტელემუნდოს" კაშკაშა ვარსკვლავები მონაწილეობენ, მათ შორის - პაოლა ნუნიესი, ეუხენიო სილერსი, კატრინ სიაჩოკე, ხუან სოლერსი, ლაურა ფლორესი და სხვები.

სერიალის ძირითადი სიუჟეტი ასეთია: სიყვარული, რომელიც ტყუილით იწყება და ტრაგედიით სრულდება...
8 მძიმე წელი შეყვარებულებს მტრებად აქცევს და კანონის სხვადასხვა მხარეს დააყენებს. ერთი - მაფიის მეთაურის მეუღლეა, ხოლო მეორე - ამ მაფიას ებრძვის.
რა საიდუმლოებებს ინახავს ცხოვრებიდან ამოშლილი 8 წელი და რომელი უფრო ძლიერი აღმოჩნდება - სიყვარული თუ შურისძიების წყურვილი, ამას 27 აპრილიდან შეიტყობთ.
აქვე გეტყვით, რომ სერიალის განმავლობაში ინტრიგები, მძაფრი შეგრძნებები, ღალატი, თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორიები, სექსუალური და მიმზიდველი მსახიობები თავგზას აგიბნევთ.
იხილეთ სერიალის პრომო
თუკი აქამდე "ტელემუნდოს" არც ერთი ნამუშევარი არ გინახავთ, გეტყვით, რომ იგი ამერიკის 150 გასართობ არხს რეიტინგული სერიალებით ამარაგებს.
სერიალის მთავარ საუნდტრეკს კი ენრიკე იგლესიასი ასრულებს.
Bailand
o – ასე ჰქვია ცნობილ სიმღერას, რომელიც ამ ფილმის მთავარ მუსიკალურ თემად აქციეს.
შესაბამისად, ენრიკე სერიალის პრომოუშენის ნაწილად იქცა როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში.
იხილავთ თუ არა მას საქართველოშიც, ამას მალე შევიტყობთ.
მანამ კი, 27 აპრილიდან, არ გამოგრჩეთ Palitra tv-ის ეთერში ახალი სერიალი "მაფიაზე გათხოვილი".
Bailando- ენრიკე იგლესიასისა და სერიალის მსახიობების შესრულებით