ნიღაბი, რომელიც ქერა თმას არასასურველ სიყვითლეს დაუკარგავს - Marao

ნიღაბი, რომელიც ქერა თმას არასასურველ სიყვითლეს დაუკარგავს

2015-04-08 14:27:39+04:00

ამ პრობლემას ყველა ქერა ქალი შეხვედრია. ქერად შეღებვისას ხშირად მოყვითალო ფერს ვიღებთ სასურველი ქერას  მაგივრად.

გასწავლით ნიღაბს, რომელიც ქერად შეღებილ თმას ბუნებრივ იერს მისცემს და სიყვითლეს სრულიად დაუკარგავს.

დაგჭირდებათ:

2 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი;

1 სუფრის კოვზი თაფლი;

1 კვერცხის გული;

ნახევარი ლიმონის წვენი;

50 გრ გამდნარი კარაქი;

ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, დაიდეთ მშრალ თმაზე, გაიჩერეთ 20-25 წუთი და ჩამოიბანეთ.