ფიროსმანი პოდიუმზე - რუსეთში მოღვაწე ცნობილი დიზაინერი საკუთარ კოლექციაში ქართველი მხატვრის ნამუშევრებს იყენებს - Marao

ფიროსმანი პოდიუმზე - რუსეთში მოღვაწე ცნობილი დიზაინერი საკუთარ კოლექციაში ქართველი მხატვრის ნამუშევრებს იყენებს

2015-04-15 12:40:18+04:00

ცნობილმა დიზაინერმა ალექსანდრე არუთინოვმა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, 2015-16 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატები გამოიყენა.

იხილეთ ფოტოგალერეა

დიზაინერმა ნახატებით გააფორმა სამოსი და აქსესუარები. დიზაინერის კოლექციის ერთ-ერთ ჩანთაზე ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის პორტრეტიც არის გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ შოუბიზნესის ბევრი ცნობილი სახე, მათ შორის, "ა-სტუდიოს" სოლისტი, მომღერალი ქეთა თოფურია ალექსანდრე არუთინოვის სამოსში ხშირად ჩნდება კონცერტებზე.

იხილეთ ფოტოგალერეა