ეძღვნება კოტე თოლორდავას ხსოვნას - ემოციური კლიპი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ - Marao

ეძღვნება კოტე თოლორდავას ხსოვნას - ემოციური კლიპი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ

2015-04-16 11:58:13+04:00

ინტერნეტმომხმარებელმა ლევან კალანდიამ YouTube-ზე გამოაქვეყნა მუსიკალური კლიპი, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული მსახიობის, კოტე თოლორდავას ხსოვნას ეძღვნება.

ლუის არმსტრონგის ჰიტზე, what a wonderful world გადაღებულ კლიპში შოუ "ორი ვარსკვლავის" მონაწილეები - მომღერლები და ქართული შოუბიზნესის ცნობილი სახეები მონაწილეობენ.

გამოყენებულია კადრები არქივიდან კოტე თოლორდავას მონაწილეობით. ამ სიმღერას "ორი ვარსკვლავის" წინა სეზონში თავად მსახიობი მომღერალ ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა.

იხილეთ ვიდეო