რამდენიმე დღეა, ბექა ხოფერიამ საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე თავისი საცოლის სურათები განათავსა.
ერთ-ერთი ფოტოს კომენტარში ბექას ბეჭედი და ისარგაყრილი გული უწერია.
ამ ამბავმა მის მეგობრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. "ცოლი მოიყვანე?", - სწერენ ბექას. ბექა ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.
როგორც გავიგეთ, ბექას რჩეული ასირიელი გოგონა, ინა ოსიპოვაა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბექაც მოსკოვში ცხოვრობს.
ამ ამბების პარალელურად, ბექას ყოფილი ცოლი, მომღერალი თიკა ჯამბურია იმიჯს იცვლის. სულ ახლახან მან ვარცხნილობა შეიცვალა და თმა ქერად შეიღება.