თირკმელების გაჯანსაღება ძველი ჩინური მეთოდით. დაეხმარე შენს ორგანიზმს! - Marao

თირკმელების გაჯანსაღება ძველი ჩინური მეთოდით. დაეხმარე შენს ორგანიზმს!

2015-04-20 14:42:32+04:00

ჩინურ მედიცინას საოცრებების მოხდენა შეუძლია. ოდესღაც აღმოსავლელი მკურნალები თვლიდნენ, რომ თირკმელებში ყველა შინაგანი ორგანოს ფესვები მდებარეობს და რომ თირკმელები – ეს სიცოცხლის საფუძველია.

თუმცა, ძველ ექიმებს მხედველობაში ჰქონდათ არა მხოლოდ თირკმელები, არამედ თირკმლისზედა ჯირკვლები და შარდსასქესო ორგანოებიც, რომლებიც დაკავშირებულია შიდა სეკრეციის ჯირკვლებთან და ორგანიზმის მუშაობას არეგულირებს.

ჩინურ მედიცინაში არსებობს დიაგნოზი "თირკმელების სიცარიელე". ყველა ადამიანში ეს დიაგნოზი სხვადასხვაგვარად ვლინდება: ერთ შემთხვევაში ის შესაძლოა გამოვლინდეს ტკივილებით წელის არეში და შარდის გამოყოფის დარღვევით, მეორე შემთხვევაში – მუხლებში ტკივილით, მესამეში – თმის გაჭაღარავებით, მეოთხეში – სმენის დაქვეითებით, ხოლო მეხუთეში – ჰაერის უკმარისობითა და სხვა სიმპტომებით.

მაგრამ საიდან ჩნდება ეს დაავადება, რატომ სუსტდება ჩვენი თირკმელები? ძველმა მკურნალებმა 3 ძირითადი მიზეზი გამოავლინეს:

1. სტრესული მდგომარეობა. ის საგრძნობლად ასუსტებს ნერვულ სისტემას და თირკმლის ზედა ჯირკვლებს.

2. გადაციება. თირკმელები ვერ იტანენ ამ მდგომარეობას. სიცივე ძალიან ასუსტებს ამ ორგანოს ფუნქციას და შედეგად თავს იჩენს სახსრების ტკივილი, ღამით შარდვის გახშირება, ტკივილები წელის არეში, ადვილად დაღლა, მკერდის არეში სიმხურვალის შეგრძნება, შფოთვის შეგრძნება, თავის ტკივილები, უძილობა.

3. მოუწესრიგებელი სქესობრივი კავშირები. საქმე ისაა, რომ შარდსასქესო ჯირკვლები პირდაპირ კავშირშია თირკმელებთან, ხოლო სქესობრივი კონტაქტის მოუწესრიგებლობას შედეგად მოაქვს წელის არეში ტკივილები, ძვლებში ტეხა, მხედველობის შესუსტება, ხმაური ყურებში, მეხსიერების დაქვეითება, შრომისუნარიანობის დაქვეითება.

აღმოსავლურ მედიცინაში დანერგილია თირკმლის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდი.

ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებში ხერხემალი აქტიურ ქმედებაშია. ამიტომაც მნიშვნელოვანია მისი გაკაჟება და მოქნილობის ამაღლება. ამ ამოცანის გადაწყვეტაში კი ხერხემლის გაკაჟებისა და თირკმლის გაჯანსაღების მეთოდი დაგვეხმარება.

შეკარი ხელის მტევნებით მუჭები, არც ძალიან მჭიდროდ და არც ძალიან მსუბუქად. ისე, რომ ოთხი თითის ბალიშები ხელისგულში აღმოჩნდეს, ხოლო ცერა თითი – ყველა მათ ზემოდან. შეეცადე, ხელის მტევნის ზედაპირს ბრტყელი ფორმა მისცე. დაიწყვე ხელის მტევნის ზურგით მუჭები თირკმლების გასწვრივ.

შემდეგ ხერხემლისკენ მოქნილი მოძრაობით გაუსვი შეკრული მუშტის გარე მხარე, ისე თითქოს თირკმელების ერთად შეკრება გინდა. შემდეგ მოუშვი და განზე გაასრიალე მუშტები. გაიმეორე ეს ვარჯიში 81-ჯერ, იქამდე, სანამ წერტილ მინ-მენში (ჩინურად ეს "სიცოცხლის კარს" ნიშნავს) სიმხურვალის შეგრძნება არ დაგეუფლება.

რაშია ამ ვარჯიშის საიდუმლოება? დაზელვის დროს უნდა წარმოიდგინო, რომ შენი თირკმელები ერთიანდება. ამის გარეშე ვარჯიშს ეფექტი არ ექნება.

აუცილებელია გახსოვდეს, რომ დაზელვის დროს შეჩერება არ შეიძლება, თუნდაც ძალიან დაიღალო. აუცილებელია, 81-ვე მოქმედება შეასრულო ბოლომდე.

რატომ მაინცდამაინც 81? ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, ერთი ბერი გაემგზავრა ჭეშმარიტების საძიებლად. მან გაიარა 81 გამოქვაბული, რომლებშიც ბოროტი სულები სახლობდნენ. სინამდვილეში ეს გამოქვაბულები 81 აკუპუნქტური წერტილის სიმბოლოებია (შარდის ბუშტის არხი ყველაზე გრძელია, 67 წერტილი აქვს). გარდა ამისა, ჩინურ მედიცინაში არსებობს ტერმინი "81 რთულად გასასვლელი", რაც 81 რთულად განკურნებად ავადმყოფობას ნიშნავს. ამ ვარჯიშის რაოდენობა სწორედ ამ ტერმინით აიხსნება.

შეასრულე ეს ვარჯიში რეგულარულად და თირკმლის დაავადებები არასოდეს შეგაწუხებს. იხელმძღვანელე ძველი აღმოსავლური მედიცინის საიდუმლოებით.