სახის იდეალური ლიფტინგი სახლის პირობებში – მინუს 10 წელი - Marao

სახის იდეალური ლიფტინგი სახლის პირობებში – მინუს 10 წელი

2015-07-23 16:15:50+04:00

ამ ლიფტინგის გაკეთება ძალიან მარტივია, ყველაფერს ვყიდულობთ აფთიაქში, ნატურალური თაფლი კი შინ ყველას მოგვეძებნება.

დაგჭირდებათ:

1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ვაზელინი, 1-2 წვეთი იოდი.

მომზადების წესი:

თავდაპირველად სუფთა ჭურჭელში (ისეთში, რომელსაც შემდგომ მჭიდროდ დაახურებთ თავსახურს) ჩააწვეთეთ 1-2 წვეთი იოდი, შემდეგ სხვა კომპონენტები, კარგად აურიეთ და შეინახეთ მაცივარში.

წაისვით სახეზე კვირაში 2-3-ჯერ და გაიჩერეთ 2 საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

რამდენიმე პროცედურაში კანი გახდება ელასტიკური, გაქრება პიგმენტური ლაქები, გასწორდება ნაოჭები.

ასევე იხილეთ:

სალონური პროცედურების ეფექტის მქონე ლიფტინგ-ნიღბები სახისთვის – ასწორებს ღრმა ნაოჭებსაც კი