ინტერნეტში დროდადრო ვრცელდება სხვადასხვა ცნობილი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით, საბედნიეროდ, არ დასტურდება ხოლმე.
ეს ბედი უკვე ხვდათ წილად ნიკა არაბიძეს, შორენა ბეგაშვილს, ნინა წკრიალაშვილს. ცრუ ინფორმაციის მორიგი მსხვერპლი გახდა ეკა კვალიაშვილი, რომელიც ამ ფაქტს ''ფეისბუქზე'' გამოეხმაურა.
''ყურადღება, ვირუსია!!!
მოკლედ, იმისათვის, რომ ლაიქები მოაგროვონ, რას აღარ კადრულობენ, შეიძლება, ჩატში შეიძლება, მოგივიდეთ ლინკი, რომ კვალიაშვილი გარდაიცვალაო. არა, საყვარელო ადამიანებო, აქ ვარ. ცოცხალი ვარ, მადლობა ღმერთს!''
''ფეისბუქზე'' ეკა კვალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ნიუსი ვინმე ლერი სანაძემ გაავრცელა. ''ცნობილი მომღერალი ეკა კვალიაშვილი დღეს გარდაიცვალა. საქართველომ კიდევ ერთი ღირსეული შვილი დაკარგა'' - წერდა მამაკაცი.
''ვინ გდია ეს ლერი სანაძე, გამირკვიეთ, ძალიან გთხოვთ!!!
იხილეთ სრულად: reitingi.ge