არაჟნისა და სტაფილოს ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ. ეფექტური და ხელმისაწვდომი! - Marao

არაჟნისა და სტაფილოს ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ. ეფექტური და ხელმისაწვდომი!

2019-05-18 12:30:18+04:00

ეს ნიღაბი არა მხოლოდ წვრილ ნაოჭებს გაასწორებს, არამედ შეამცირებს ღრმა ნაოჭებსაც სახესა და ყელზე.

ასევე, კანი გახდება რბილი, გლუვი და ჩვილი ბავშვის კანივით ნაზი.

ინგრედიენტები:

  • ერთი სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი;
  • 1/2 სუფრის კოვზი გრილი წყალი;
  • 0,5 ლ მდუღარე;
  • 5 სუფრის კოვზი ახალგამოწურული სტაფილოს წვენი;
  • 1 სუფრის კოვზი ცხიმიანი არაჟანი;

მომზადების წესი:

  1. აიღეთ ემალის ჯამი, ჩაასხით გრილი წყალი და ჩაყარეთ სახამებელი (კარტოფილის ფქვილი). კარგად მოურიეთ, ისე, რომ ფქვილი ბოლომდე გაიხსნას.
  2. შემდეგ დაუმატეთ ადუღებული წყალი და დადგით ცეცხლზე. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ არ გასქელდება.
  3. გადმოიღეთ ჯამი ცეცხლიდან, დაუმატეთ სტაფილოს წვენი და არაჟანი. კარგად აურიეთ.
  4. დაიდეთ ნიღაბი თხელ ფენად სახესა და ყელზე 25-30 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
  5. ნიღაბი შეინახეთ მაცივარში, ოღონდ არაუმეტეს 3 დღისა. ამ ნიღბის კურსი 6-დღიანია. იკეთებთ ყოველდღე, შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.