ბოლო დროს სულ უფრო მოდაში შემოდის დაბერილი ტუჩები. ქალები რა ხერხს აღარ მიმართავენ, რათა ტუჩები უფრო მსხვილი და ვნებიანი გამოუჩნდეთ.
უფრო სწორი იქნება, ვთქვათ, რომ ყველაფერზე მიდიან... მოზარდმა გოგონებმა, რომლებსაც სავარაუდოდ, არ აქვთ იმის თანხა, სპეციალისტებთან გაიდიდონ ტუჩები, ერთ ხერხს მიაგნეს – ისინი პლასტმასის ქილით იბერავენ ტუჩებს. უფრო სწორად, კი არ იბერავენ, არამედ საშინლად ისიებენ...
ეს მეთოდი შემდეგში მდგომარეობს: ტუჩებზე იდებენ პატარა ზომის პლასტმასის ქილას და იქიდან მთელი ძალით ტუმბავენ ტუჩებით ჰაერს, ისე, რომ ვაკუუმი შექმნან. ეს კი ტუჩების შესიებას იწვევს.

პირველი გოგონა, რომელიც შეეცადა, ამ მეთოდით დაებერა ტუჩები, ბრიანი ფორსტერი გახლდათ. მან სპეციალური მოწყობილობაც კი იყიდა ტუჩების დასაბერად, მაგრამ ამისგან კარგი ვერაფერი მიიღო.

დასავლეთის სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ჩნდება მოზარდი გოგონების ფოტოები, სადაც მათ წარუმატებლად დაბერილი ტუჩები აქვთ.

იმისათვის, რომ ტუჩები დაიბეროს, გოგონები ვაკუუმში 10 წუთი აჩერებენ.

შედეგად კი იღებენ დასიებულ ტუჩებს და მის ირგვლივ ჩალურჯებულ კანს.
გარდა ამისა, ეს ძალიან მტკივნეული პროცესია.
ტუჩების გადიდების ეს შინაური მეთოდი მხოლოდ რამდენიმე საათი ძლებს, ხოლო ჩალურჯება - რამდენიმე დღე.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ ტუჩების დაბერვის ახალი ტრენდი მალე გაივლის და რომ ის ჩვენს შვილებს არ შეეხება.
მოზარდი გოგონების ყველა მშობელს ვურჩევდით, ყურადღებით იყვნენ, რათა მსგავს სულელურ და მავნე მეთოდს მათმა შვილებმაც არ მიმართონ.