ყველა სამოსს თავისებური მაკიაჟი შეეფერება, განსაკუთრებით, უნდა შევუხამოთ ტანსაცმელს პომადის ფერი. შენ შეგიძლია, თავად შექმნა სხვადასხვა ფერის პომადა, თანაც, ძალიან მარტივად.
ეს მართლაც საოცრებაა!
1. ამ მასტერკლასის ჩასატარებლად დაგჭირდება მხოლოდ ორი ინგრედიენტი: ცვილის ცარცები და ქოქოსის კარაქი. მოგეხსენება, ქოქოსის კარაქი ძალიან სასარგებლო პროდუქტია ტუჩებისთვის (და არა მხოლოდ მისთვის), ხოლო ცარცი უმჯობესია, შეარჩიო სპეციალური, საბავშვო, რომელიც აბსოლუტურად უვნებელია.

2. ასევე, დაგჭირდება ჭურჭელი, რომელშიც უნდა გაანაწილო მომზადებული ტუჩსაცხი. ამისთვის გამოდგება როგორც სამკაულების შესანახი პლასტიკატის ყუთი, ასევე, ყინულების გასაკეთებელი დანაყოფებიანი ჭურჭელი.

3. გაჭერი ცარცი შუაზე და შემოაცალე ქაღალდი.

4. დადგი წყლის აბაზანაზე პატარა ჯამი, რათა მასში გაადნო კარაქი.

5. თბილ და გამდნარ კარაქს იქვე დაუმატე ცარცი და დააცადე, სანამ მთლიანად არ გაიხსნება. იმისათვის, რომ მასა სქელი გამოვიდეს, კიდევ დაუმატე ქოქოსის კარაქი და ცარცის ნაჭერი.

6. მომზადებული ბალზამი გაანაწილე პლასტიკატის ჭურჭელში.

7. აი, როგორ გამოიყურება ნამდვილი ტერაკოტა. სად ნახავ სხვაგან ასეთ ორიგინალურ პომადას?

მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილე ვიდეოგაკვეთილი