რომელი ვიტამინი რომელთან ერთად უნდა მივიღოთ - ვიტამინების სწორი შეთავსება - Marao

რომელი ვიტამინი რომელთან ერთად უნდა მივიღოთ - ვიტამინების სწორი შეთავსება

2015-05-09 11:00:57+04:00

ზოგიერთი ვიტამინი შეგვიძლია ერთად მივიღოთ, ზოგის ერთად მიღება კი კატეგორიულად დაუშვებელია. ასე მაგალითად, C იტამინის დადებითი თვისებები მეტად გამოვლინდება, თუ მას P ვიტამინის შემცველ პროდუქტებთან ერთად მიირთმევთ.

არსებობს უკუშედეგიც, მაგალითად C ვიტამინის B 12-თან ერთად მიღება. რომელი ვიტამინები უნდა მიიღოთ ერთად და რომელი ცალ-ცალკე ამას დაწვრილებით მოგახსენებთ:

ვიტამინები და მინერალები, რომლებიც კარგად "უგებენ"ერთმანეთს:

A, C და E.

B 2 B 9, B 6 და K.

B 12, B 9 და B 5.

B 3 და რკინა.

D, K, B 12, B 6 და კალციუმი.

E და გოგირდი.

თუთია და მაგნიუმი.

ერთმანეთს ცუდად ეთვისებიან შემდეგი მინერალები და ვიტამინები (ვიტამინების მიღებებს შორის შუალედები 4-დან 6 საათამდე უნდა იყოს):

B 12 და K ვიტამინთან ერთად.

E და რკინა K ვიტამინთან ერთად.

თუთია და ვიტამინი B 9.

E ვიტამინი და რკინა.

სპილენძი და C ვიტამინი.

ვიტამინი B 5 და სპილენძი.

კატეგორიულად დაუშვებელია კალციუმის, რკინის, თუთიისა და მაგნიუმის ერთად მიღება. აგრეთვე რკინა ვერ შეეთვისება თუთიას, ქლორს, მაგნიუმს. სპილენძი - მაგნიუმს; თუთია ქლორსა და სპილენძს.

ვიტამინებისა და მინერალების თავსებადობა

რკინა, სპილენძი და მაგნიუმი ვერ შეეთავსება C და B ჯგუფის ვიტამინებს. ამიტომ B 1, B 2, B 4, B 9 და B 2 იყიდება სხვა მინერალებისა და ვიტამინებისგან დამოუკიდებლად. ექიმები მათ ხშირად ნერვული სისტემის დასამშვიდებლად ნიშნავენ. დაუშვებელია H ვიტამინის ყველთან და კვერცხის გულთან ერთად მიღება.

კარგად "უგებენ"ერთამანეთს B ჯგუფის ვიტამინები. თუმცა, B 1 და B 12-ს ერთად ნუ მიიღებთ. მათ ალერგიის გამოწვევა შეუძლიათ. დასაშვებია B 2 და A ვიტამინი ერთად.

A და E ვიტამინი საუკეთესო კომბინაციაა ქალისთვის. ისინი აუმჯობესებენ კანისა და თმის სტრუქტურას. თუმცა, ბოლო დროს დამტკიცდა, რომ A და E ვიტამინი უმჯობესია, ერთამანეთისგან დამოუკიდებლად მივიღოთ.