7 ეფექტური მეთოდი, რომელიც თქვენს სამოსსა და ფეხსაცმელს არსებობას გაუხანგრძლივებს - Marao

7 ეფექტური მეთოდი, რომელიც თქვენს სამოსსა და ფეხსაცმელს არსებობას გაუხანგრძლივებს

2015-05-15 15:22:27+04:00

როცა სასურველ ნივთს ვყიდულობთ, იმედი გვაქვს, რომ ის წლობით გაგვიძლებს, მაგრამ ლაქებმა ან სხვა უსიამოვნებებმა შეიძლება ჩვენი გარდერობი მომენტალურად დააცარიელოს.

გთავაზობთ ეფექტურ და გამოცდილ მეთოდებს, რომლებიც თქვენს სამოსს დიდი ხნით შეგინარჩუნებთ.

როგორ გავწმინდოთ კედები

სარეცხ საშუალებას ცოტა სოდა შეურიეთ და ნამიანი კბილის ჯაგრისით კეტის რეზინი გაწმინდეთ. მიღებული შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.

კოლჰოტმა რომ დიდხანს გაგვიძლოს

იმისათვის, რომ თვალწასულმა კოლჰოტმა საზოგადოებაში უხერხულ სიტუაციაში არ ჩაგაგდოთ, ჩაცმამდე თმის ლაქი შეასხით.

როგორ შევაჩეროთ კოლჰოტზე წასული თვალი

ამისათვის ფრჩხილის უფერული ლაქი გამოგადგებათ, რომელიც უკიდურეს წერტილში უნდა დააწვეთოთ და აცალოთ გაშრობა.

როგორ გავაგანიეროთ ახალი ფეხსაცმელი

თუ ახალნაყიდი ფეხსაცმელი ცოტათი გიჭერთ, პოლიეთილენის პაკეტში ჩაასხით წყალი, მოათავსეთ ფეხსაცმელში და მთელი ღამით საყინულეში გააჩერეთ.

ჯინსმა ფერი რომ შეინარჩუნოს

ჯინსის ყოველი რეცხვისას სარეცხის მანქანაში რამდენიმე წვეთი ძმარი დაუმატეთ. ასევე შეგიძლია იმოქმედოთ, თუ სხვა სამოსისა და თეთრეულისთვის ფერის შენარჩუნება გსურთ.

გავაქროთ სამოსიდან ოფლის ლაქები

იმისათვის, რომ თეთრი სამოსიდან ოფლის ლაქები გააქროთ, გარეცხვამდე პრობლემური ადგილები ლიმონის წვენით დაამუშავეთ.

გავაქროთ ღვინის ლაქა

თუ სამოსზე წითელი ღვინო დაგესხათ, მას ადვილად მოაცილებთ თეთრი ღვინით, მინერალური წყლით ან მარილით დამუშავების შემთხვევაში.

როგორ გავუყაროთ ზონარი სპორტულ მაისურში

ძალიან მარტივად, თავდაპირველად ზონარი წვენის საწრუპ ჩხირში გაუყარეთ, შემდეგ კი მაისურის ან სპორტული ქურთუკის პეტლში შეაცურეთ.