დღეს საქართველოს პრეზიდენტს ავსტრიელი კოლეგა ეწვია.
იხილეთ ფოტოგალერეა
გიორგი მარგველაშვილი ჰაინც ფიშერის პირისპირ და შემდეგ გაფართოებული ფორმატით შეხვდა. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ ავლაბრის რეზიდენციაში ავსტრიის პრეზიდენტისა და პირველი ლედის, მარგიტ ფიშერის პატივსაცემად დახვედრის ოფიციალური ცერემონია გამართეს. მოგვიანებით სტუმრების პატივსაცემად სახელმწიფო სადილიც მოეწყო. პრეზიდენტებმა, მეუღლეებთან ერთად, სასახლის ეზოდან ქალაქის ხედები დაათვალიერეს.
იხილეთ ვიდეო
აღსანიშნავია, რომ დღეს პირველი ლედი გამორჩეულად მომხიბლავად გამოიყურებოდა. თვალშისაცემი იყო მისი ელეგანტური წითელი კაბა, რომელიც შეუმჩნეველს არსად ტოვებდა. სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებლები მაკა ჩიჩუას კომპლიმენტებით ავსებენ. ცნობისთვის, პირველმა ლედიმ სულ ცოტა ხნის წინ იმშობიარა. გიორგი მარგველაშვილსა და მას პირველი ვაჟი შეეძინათ.
იხილეთ ფოტოგალერეა